A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ენგ ენდ ენე ენთ ენლ ენო ენქ

ენომაოსი

ბერძნ.
მითოლოგიის თანახმად, ელიდის მეფე, არესის ვაჟი, პლეიად სტეროპეს საყვარელი, რომლისაგანაც ჰიპოდამია შეეძინა
 
სიპილის მეფის ტანტალეს ძეს პელოფსს მოეწონა პისის მეფის ენომაოსის ასული ჰიპოდამია და მისი შერთვა მოინდომა. ენომაოსს კი ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ის სიძის ხელით დაიღუპებოდა და გადაწყვიტა ქალი არ გაეთხოვებინა. მაგრამ რადგან სასიძოებს პირდაპირ უარს ვერ ეუბნებოდა, მან გამოაცხადა: ქალს იმას მივცემ, ვინც ეტლით შეჯიბრებაში მაჯობებსო, ხოლო თუ დამარცხდება — სიცოცხლეს უნდა გამოესალმოსო. ამრიგად ბევრი სასიძო დაიღუპა. შეყვარებულმა პელოფსმაც მოისურვა შეჯიბრებოდა ენომაოსს. პირობა ასეთი იყო: ეტლით გარბენა უნდა დაეწყოთ პისიდან და ისთმომდე მისულიყვნენ. პელოფსმა მოისყიდა ენომაოსის მეეტლე მირტილე, გაიმარჯვა და ჰიპოდამია შეირთო.
წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9