A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პაგ პად პავ პათ პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაუ პაქ პაც

პარტია

ინგლ. party
ფრანგ. parti
ბერძნ. partei
ლათ. pars (partis) – ნაწილი, ჯგუფი
1. ამა თუ იმ კლასის ყველაზე უფრო ორგანიზებული და აქტიური ნაწილი, რომელიც გამოხატავს თავისი კლასის ინტერესებს და ხელმძღვანელობს მის პოლიტიკურ ბრძოლას მტრული კლასების წინაღმდეგ
2. საერთო ინტერესებით, შეხედულებებით გაერთიანებულ პირთა ჯგუფი; ბანაკი, დაჯგუფება
3. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავმოყრილია ან გამოყოფილია რაიმე მიზნით; რაზმი. მაგ., გეოლოგიური პარტია
4. რაიმე საქონლის, საგნების გარკვეული (ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი) რაოდენობა
5. მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც ერთი მომღერლის მიერ ან ერთი საკრავით სრულდება
6. როლი (ოპერაში, ბალეტში)
7. ერთი ხელი თამაში (ჭადრაკში, ბანქოში და სხვ.)
8. მოძვ. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: იტყოდნენ მისაღები ან რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი ქორწინების შესახებ, აგრეთვე თვით საქორწინო ან დაქორწინებული პირის შესახებ
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9