A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დაა დაბ დავ დაზ დაი დალ დამ დან დას დაუ დაფ დაქ დაღ

დაქტილები

ბერძნ.
ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, თრაკიაში, იდას მთაზე მცხოვრები დემონები. მათ მიაწერენ რკინის აღმოჩენასა და პირველად დამუშავებას
 
კრეტელი დაქტილები ანუ კურეტები იდის მთაგრეხილზე (ტროადა) ცხოვრობდნენ და ქალღმერთ რეას (resp. კიბელას) თანმხლებლებად იწოდებოდნენ .ქალღმერთი რეა კრონოსის მეუღლე იყო. კრონოსს გაგებული ჰქონდა, რომ ის თავისი შვილებისაგან დაიღუპებოდა. მიტომ ყოველ ბავშვს ის დაბადებისთანავე ყლაპავდა. მან გადაყლაპა რეას მიერ შობილი ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი... როდესაც რეა ზევსზე იყო ფეხმძიმედ, იგი კრონოსს დაემალა, ჩავიდა კუნძულ კრეტაზე დიქტეს მღვიმეში და იქ მოიმშობიარა. დაქტილები ანუ კურეტები რეას დამალვაში ეხმარებოდნენ და, როცა იგი მშობიარობდა, გამოქვაბულის წინ იარაღს აჟღარუნებდნენ, რათა კრონოსს რეას სამშობიარო ტკივილებით გამოწვეული კივილი არ გაეგონა. კრონოსმა მაინც გაიგო, რომ რეამ მოიმშობიარა და ჩვილი მოთხოვა. რეამ მას ჩვრებში შეხვეული ქვა მისცა. კრონოსმა ეს ქვა გადაყლაპა. ამრიგად ზევსი გადარჩა. იგი დიქტეს მღვიმეში გაიზარდა, კრონოსი ოლიმპოდან გადმოაგდო და ოლიმპოს მპყრობელი გახდა
სინონიმი: კურეტები
წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9