A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუა კუბ კულ კუმ კუნ კუპ კურ კუტ კუხ

კუტაი

ხმელეთი – ცნობა კუტაიის // ქუთაიის შესახებ პირველად აპ. როდოსელთან გვხვდება. კოლხური ქალაქის – ეას ლოკალიზაციისათვის მას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ბერძ. - ს აპ. როდოსელი შემდეგ ფორმებში გადმოგვცემს 1)კუტაიის ხმელეთზე, 2) კუტაიელი აიეტი, 3)კუტაიელი აიეტი, 4)ეას ქალაქი კუტაიისი და 5)კუტაიის მხარე ანუ კოლხეთი. ანტიკური ხანის სხვა ავტორებიც კუტაიას//ქუთაიას კოლხეთის ქალაქად თვლიან (ლიკოფრონე, კალიმაქე). აპ. როდოსელის სქოლიასტი ქუთაიას მრავალგზის იხსენიებს, როგორც კოლხეთის ქალაქს და ეასთან აიგივებს. აპ. როდოსელი და მისი სქოლიასტი ეას ანუ ქუთაიას ფასისის (რიონის) მარცხენა ნაპირზე ათავსებენ. ანტიკური ავტორების უმრავლესობის ინდიციაც ასეთია (ჰეროდოტე, სკილაქს კარიანდელი, სტრაბონი და სხვ.) პლინიუს უფროსის და სტეფანე ბიზანტიელის ცნობა, რომ ეა მდ. კიანეოსის და ჰიპპოსის (ე. ი. ცხენის-წყლის და ტეხურის) შორის მდებარეობს, ნაკლებ სარწმუნოა. საფიქრებელია აპ. როდოსელის ეა ანუ ქუთაია ქუთაისს გადმოსცემს.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9