A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დაა დაბ დავ დაზ დაი დალ დამ დან დას დაუ დაფ დაქ დაღ

დაფნისი

ბერძნ.

ბუკოლიკური (სამწყემსო) პოეზიის ლეგენდარული შემოქმედი, სიცილიელი მწყემსი (ზოგი ვერსიით, ფრიგიელი მომღერალი).

დაფნისი სიცილიაში, დაფნის თვალწარმტაც ხეობაში დაიბადა. მისი მამა იყო ჰერმესი, ხოლო დედა კი მშვენიერი ნიმფა დრიოპე, რომელმაც დაბადებისთანავე მიატოვა თავისი ვაჟი. მწყემსებმა აღზარდეს იგი, ტყეთა და ჭალათა მფარველმა პანმა ასწავლა მას სტვირზე დაკვრა. ყველას ხიბლავდა მისი გარეგნობა და ნიჭი.

დაფნისი თავდავიწყებით შეიყვარა ნიმფა ნომიამ, რომელმაც ტრფობის ფიცი დაადებინა ჭაბუკს. ფიცის გამტეხი სიბრმავით უნდა დასჯილიყო.

ერთხელ, მთვრალი დაფნისი შეაცდინა ნიმფა ქიმერამ. ეს რომ ნომიამ გაიგო, განრისხდა და აღასრულა თავისი მუქარა. მან თვალები ამოსთხარა საყვარელ ჭაბუკს. ერთხანს დაფნისი თავს იმშვიდებდა სევდიანი სიმღერებით, მაგრამ დიდხანს ვეღარ იცოცხლა. ჰერმესმა იგი კლდედ გარდასახა, ხოლო სირაკუსაში ამოაფრქვია წყარო, რომელსაც დაფნისი უწოდა.

დაფნისის მითოსს მრავალი პოეტისა და მწერლის შემოქმედებაში ვხვდებით (თეოკრიტოსი, ვერგილიუსი). აღსანიშნავია ჩვ.წ. II საუკუნის ბერძენი მწერლის, ლონგოსის, რომანი სახელწოდებით „დაფნისი და ქლოე“ რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპულ ლიტერატურაზე. სიყვარულისგან განაწამები დაფნისი XVII – XVIII საუკუნეების პასტორალური პოეზიის უსაყვარლესი გმირი იყო.

იხ. აგრეთვე: ბუკოლიკა
წყარო: ბიბლიოვიკი დაფნისი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9