A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ

ეა

ბერძნ.
ევქსინის პონტოს უკიდურესად აღმოსავლურ პუნქტს წარმოადგენს და ზღვის პირიდან შორს მდებარეობს. უკვე VIII საუკუნის (ქ. წ.) ეპიკოსი ევმელოსი ეას (აიას) კოლხეთში არსებულ ქალაქად თვლის. ანტიკური ხანის ავტორთა უმრავლესობა ამასვე ადასტურებს. ეას (აიას) სახელი მოდის ბერძნულიდან, რომლის იონური ფორმა ნიშნავს „მიწას“. უძველესი ფორმა – სი არის ჰომეროსთან დადასტურებული „ი“ („ილიადა“, VIII). რატომ ეწოდა კოლხეთის ქალაქს კუტაიას ეა (აია)? ბერძენი მეზღვაურისათვის, რომელსაც კოლხეთში მისასვლელად უნდა გაევლო საკმაოდ გრძელი გზა ზღვით (ეგეოსისა, ჰელესპონტის, პროპონტიდის და ევქსინის პონტოსი) კოლხეთი იქნებოდა სანატრელი მიწა ანუ გაია – აია – ეა. ამით აიხსნება, რომ ეას ანუ აიას სახელი მიწასთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კოლხეთში მოსული იაზონი პირველ სამსხვერპლო პატივს „დედამიწას“– ქალღმერთ გეას სცემს და ისიც, რომ კოლხთა საფიცარი დედამიწაა და ზეცა
 
არგონავტები კოლხეთის ქალაქ ეაში ანუ ქუთაიაში მოვიდნენ
სინონიმი: აია
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9