ქალაქი ფაზისი –იგივე ფასისი, (თანამედროვე - ფოთი, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია. იგი წარმოიქმნა მდინარე ფასისის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ. წ. აღ. VII-VI საუკუნეებში.
პირველი ეპიგრაფიული ძეგლი, სადაც მოხსენიებულია ფაზისი არის — მრგვალი ვერცხლის ჯამი-ფიალა წარწერით „მე ვეკუთვნი წინამძღვარ აპოლონს, რომელიც ფასისშია“ (Απόλλωνος Ήγεμόνος είμ τõμ Φάσι), ნაპოვნია ხუტორ ზებოვსკში ყუბანში (რუსეთი), დათარიღებულია V ს. ბოლო — IV ს. დასაწყისი ჩ. წ. ა.[1], წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება სკილაქი კარიანდელის მიერ როგორც «ელინური ქალაქი ფასისი» (IV ს. ჩ.წ.ა.). ფაზისის კოლონია დაუარსებიათ მილეთელ მოახალშენე ბერძნებს.
- თუ ანტიკური ხანის ზოგიერთ ავტორთან სადავოა მდინარე ფასისის დენის ადგილი, აპ. როდოსელს იგი უდავოდ კოლხეთის ტერიტორიაზე მიმდინარედ მიაჩნია. მასთან ეჭვმიუტანელად შეიძლება მდინარე ფასისის რიონთან იდენტურად ჩათვლა