A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მესამე – II

ბერძნ.

ქალღმერთმა აფროდიტემ ეროსი ზევსის აყვავილებულ ბაღნარში იპოვა. ეროსთან ერთად აქ იყო განიმედეც, რომელიც ყრმის სილამაზით მოხიბლულმა ზევსმა ოდესღაც მოიტაცა და უკვდავთა შორის ზეცაზე დაასახლა. ეროსი და განიმედე ვით ტოლი ბავშვები, ოქროს კოჭებით თამაშობდნენ. ხარბი ეროსი ფეხზე იდგა, კოჭებით სავსე მარცხენა ხელის მუჭი გულთან მიეჭირა და ლოყები საამური სიწითლით ალანძოდა. განიმედე კი იქვე ჩაცუცქებულიყო და ჩუმად სწუხდა. მას ორი კოჭიღა შერჩენოდა, რომელთაც ერთი-მეორეზე მიყოლებით მოუფიქრებლად აგდებდა და ხმამაღლა მოხარხარე ეროსზე ბრაზობდა. როცა განიმედემ ეს კოჭებიც მალე წააგო, წამოდგა და დანაღვლიანებული ცარიელი ხელებით წავიდა. მან ვერ შენიშნა უკვე მოახლოებული კიპრიდა, რომელიც თავის ვაჟს წინ დაუდგა. ქალღმერთმა ეროსს ნიკაპზე წაავლო ხელი და უთხრა: „რატომ დასცინი, ცბიერო, განიმედს? განა ასე მოატყუე იგი და გამოუცდელი ყრმა დაჩაგრე? მე შენ ერთი საქმე უნდა შემისრულო და სამაგიეროდ ზევსის ნაქონ ლამაზ სათამაშოს მოგცემ. აი იმას, საყვარელმა ძიძამ ადრესტიამ რომ გაუკეთა ზევსს, როცა იგი იდის გამოქვაბულში იზრდებოდა და სათამაშოებით ერთობოდა. ამაზე კარგ საჩუქარს შენ თვით ჰეფესტოსაგანაც ვერ მიიღებ. იგი მრგვალი და გამჭვირვალე ბურთია. მას გარს არტყია ოქროს წრეები და შიგნით ლურჯი ხვეული აქვს. თუ ამ ბურთს ჰაერში აისვრი, ვარსკვლავივით დაიწყებს ციმციმს და მბრწყინავ კვალს დატოვებს. მე ამ ბურთს შენ გაჩუქებ, ოღონდ, აიეტის ქალწულს იყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნე და იაზონით მოხიბლე. იცოდე, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო!“ ეროსს ძალზე ეამა დედის სიტყვები. მყისვე დაყარა მიწაზე კოჭები, ქალღმერთის მოსასხამს ჩაეჭიდა და შეევედრა ახლავე მიეცა მისთვის ბურთი. აფროდიტემ შვილს ლოყებზე ხელი წაავლო, ჩაეხვია, აკოცა, გაიღიმა და ტკბილი სიტყვებით უთხრა: „ვფიცავ შენს ძვირფასს თავს და ჩემს თავსაც, რომ არ მოგატყუებ და საჩუქარს მოგცემ, თუ აიეტის ქალწულს სიყვარულის ამგზნებ ისარს სტყორცნი“. ეროსმა მიწაზე დაყრილი კოჭები აჰკრიფა, გულდასმით დაითვალა და ბრწყინვალე დედას კალთაში ჩაუყარა. მერე ხეზე მიყუდებული კაპარჭი აიღო, ოქროს სარტყელით მხარზე მიიმაგრა და მოხრილი მშვილდიც აიტაცა. ეროსმა ზევსის ყვავილნარი დატოვა, ოლიმპოს ჰაეროვან ჭიშკართან მივიდა და დაეშვა იმ გზაზე, რომელიც ეთერიდან დედამიწაზე ეშვება. ჯერ მან ორი მთა დაინახა, რომელთა ცამდე აზიდული მწვერვალებიდან აღმომავალი მზე თავის შუქმფინარ სხივებს დედამიწას სტყორცნის.

შემდეგ კი ეროსის თვალწინ გადაიშალა ნოყიერი დედამიწა, ადამიანთა ქალაქები, წმინდა მდინარეები, დანარჩენი მთების მწვერვალები და ზღვა, რომელიც დედამიწას გარს ევლება.

აწ კი, შენ დადექ ჩემს გვერდით, ერატო (ეროტიკული პოეზიის მუზა), და მიამბე მე, თუ როგორ წაიღო იაზონმა მედეას სიყვარულის წყალობით საწმისი იოლკოსში! ნეტარო მუზავ! შენც ხომ გიდევს წილი აფროდიტეს სასიყვარულო საქმეებში და ხშირადაც აჯადოვებ ხოლმე ტკბილი ვნებებით უბიწო ქალწულებს; ამიტომ გადევს სწორედ სასიყვარულო სახელი!ფასისის ლერწმით მოფენილ ჭაობში ჩამალული არგონავტები ჰერამ და ათენამ შენიშნეს. ვაჟკაცთა მფარველმა ქალღმერთებმა უკვდავ ღმერთთა კრებული მიატოვეს, თალამონში (საწოლ ოთახში) შევიდნენ და ბჭობა დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ არგონავტებს. „ზევსის ასულო, – მიმართა ჰერამ ათენას, – ჯერ შენ გადასწყვიტე, როგორ მოვიქცეთ! რამე ცბიერ ხერხს მიმართავ, რომ არგონავტებმა აიეტი მოატყუონ და ისე გაიტაცონ ოქროს საწმისი ელადაში, თუ სჯობს, მომთაფლავი სიტყვებით დაიყოლიონ ვაჟკაცებმა კოლხთა მბრძანებელი? აიეტი საშინლად მრისხანე კაცია, მაგრამ მაინც საჭიროა არავითარ ცდას არ დავერიდოთ“. „მეც მაწუხებს არგონავტებზე ფიქრი, – მიუგო ათენამ ჰერას, – მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მომიგონებია ისეთი, რითაც შემწეობას აღმოვუჩენდი მათ, თუმცა ბევრმა აზრმა გამიელვა თავში“ ასე სთქვა ათენამ და ორივე ქალღმერთმა თვალები ძირს დახარა. უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ რაღაც მოიგონა და ათენას სწრაფად უთხრა: „მოდი, კიპრიდასთან მივიდეთ და ვთხოვოთ, თუ მოისურვებს, თავისი ვაჟი წააქეზოს, რათა მან აიეტის გრძნეულ ასულს (მედეას) სიყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნოს და იაზონით მოხიბლოს. მე მგონია, რომ იაზონი საწმისს ელადაში მხოლოდ მედეას დახმარებით წაიღებს“. მოეწონა ეს ბრძნული აზრი ქალღმერმა ათენას და ჰერას ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნეტარო ჰერა, ჩემმა მშობელმა ისე წარმომშვა,1 რომ არაფერი ვიცი სიყვარულის ამგზნები ლახვრისა, არც ტკბილი და ჯადოსნური ვნებისა მესმის რამე. რაკიღა შენ თვითონაც მოგწონს ეგ ხერხი, მე სიამოვნებით გამოგყვები აფროდიტესთან, რომელსაც შენ მოახსენებ ჩვენს სურვილს“.

ფასისის ლერწმით მოფენილ ჭაობში ჩამალული არგონავტები ჰერამ და ათენამ შენიშნეს. ვაჟკაცთა მფარველმა ქალღმერთებმა უკვდავ ღმერთთა კრებული მიატოვეს, თალამონში (საწოლ ოთახში) შევიდნენ და ბჭობა დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ არგონავტებს. „ზევსის ასულო, – მიმართა ჰერამ ათენას, – ჯერ შენ გადასწყვიტე, როგორ მოვიქცეთ! რამე ცბიერ ხერხს მიმართავ, რომ არგონავტებმა აიეტი მოატყუონ და ისე გაიტაცონ ოქროს საწმისი ელადაში, თუ სჯობს, მომთაფლავი სიტყვებით დაიყოლიონ ვაჟკაცებმა კოლხთა მბრძანებელი? აიეტი საშინლად მრისხანე კაცია, მაგრამ მაინც საჭიროა არავითარ ცდას არ დავერიდოთ“. „მეც მაწუხებს არგონავტებზე ფიქრი, – მიუგო ათენამ ჰერას, – მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მომიგონებია ისეთი, რითაც შემწეობას აღმოვუჩენდი მათ, თუმცა ბევრმა აზრმა გამიელვა თავში“ ასე სთქვა ათენამ და ორივე ქალღმერთმა თვალები ძირს დახარა. უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ რაღაც მოიგონა და ათენას სწრაფად უთხრა: „მოდი, კიპრიდასთან მივიდეთ და ვთხოვოთ, თუ მოისურვებს, თავისი ვაჟი წააქეზოს, რათა მან აიეტის გრძნეულ ასულს (მედეას) სიყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნოს და იაზონით მოხიბლოს. მე მგონია, რომ იაზონი საწმისს ელადაში მხოლოდ მედეას დახმარებით წაიღებს“. მოეწონა ეს ბრძნული აზრი ქალღმერმა ათენას და ჰერას ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნეტარო ჰერა, ჩემმა მშობელმა ისე წარმომშვა,1 რომ არაფერი ვიცი სიყვარულის ამგზნები ლახვრისა, არც ტკბილი და ჯადოსნური ვნებისა მესმის რამე. რაკიღა შენ თვითონაც მოგწონს ეგ ხერხი, მე სიამოვნებით გამოგყვები აფროდიტესთან, რომელსაც შენ მოახსენებ ჩვენს სურვილს“.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9