ბერძნულ სამყაროში სახელმა ადრე მოიპოვა ზოგადი, კრებითი მნიშვნელობა და ხშირად აღნიშნავდა შავიზღვისპირაქვეყანას კავკასიონის ქედიდან დაწყებულს ვიდრე დღევანდელ ტრაპეზუნტის რაიონებამდე. საკუთრივ ქართული საისტორიო ტრადიცია ეგრისის (ასე უწოდებდნენ ძველად ადგილობრივ კოლხეთს) მთავარ ქალაქად სახავს ციხე-გოჯს. საწარმოო ძალთა განვითარება, მეურნეობის ყველა დარგის(„მიწათმოქმედება, ხელოსნობა და სხვ.) დაწინაურება, ფულადი მიმოქცევის ინტენსიურობა და სხვ., ხელს უწყობდა კოლხეთის საზოგადოების შიგნით ქონებრივი დიფერენციაციის გაღრმავებას
- აპ. როდოსელის სქოლიასტის მოწმობით ეთნოგრაფიული ფაქტი კოლხთა პანთეონის შესახებ ჩვენს პოეტს გადმოუღია ზემოთხსენებულ ნიმფოდორეს თხზულებიდან. აპ. როდოსელის ამ ცნობას ადასტურებენ შემდეგდროინდელი ავტორებიც – პარადოქსოგრაფი ნიკოლოზ დამასკელი და კლავდი ელიანე პრენესტელი (II - III საუკ.)
წყარო: ინტელექტუალი – თბ.,2010 – №14 – მთავარი რედ.: გიორგი მადუაშვილი