აიეტის ქალიშვილი. მედეას და. ფრიქსოსის მეუღლე. არგოსის, კიტისორეს, მელასისა და ფრონტისის დედა.
როდესაც ოქროს ვერძმა ფრიქსოსი კოლხეთში ჩაიყვანა, აიეტმა მას თავისი ასული, ქალკიოპე შერთო ცოლად. ზოგი ავტორის ცნობით, ფრიქსოსმა, მადლიერების ნიშნად, აიეტს კოსის მიერ შექმნილი ოქროს ქანდაკება უბოძა (მოგვიანებით რომ ოქროს საწმისი უწოდეს)
- აპ. როდოსელი პირველი წყაროა, კოლხების უძველეს კულტს რომ გვამცნობს. კოლხთა უდიდესი საფიცარი მიწა და ზეცაა