A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არიადნე

ბერძნ.

მინოსისა და პასიფაეს ასული. ფედრას და. შესაძლოა, იყო ძველი კრეტული ღვთაება.
როდესაც კრეტას მინოტავროსის მოსაკლავად ეწვია თესევსი, მშვენიერ არიადნეს უმალ შეუყვარდა იგი. მან თესევსს მინოტავროსის დამარცხებაში შემწეობა აღუთქვა იმ პირობით, თუკი გმირი ცოლად მოიყვანდა და თან გაიყოლებდა ათენში. სიხარულით მიიღო ეს წინადადება თესევსმა, თანაც შეჰფიცა, რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.

ნახევრად ხარი მინოტავროსი ბინადრობდა დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში. არავის შეეძლო ამ ნაგებობიდან თავის დაღწევა. დედალოსმა, როდესაც კრეტას ტოვებდა, არიადნეს ჯადოსნური ძაფის გორგალი ჩააბარა და მისი ხმარების წესი ასწავლა. სწორედ ეს გორგალი მისცა ქალწულმა თესევსს, ბასრი მახვილითაც აღჭურვა და თან დაარიგა: ძაფის თავისუფალი ბოლო ლაბირინთის კარის წირთხლისთვის გამოება. გორგალი თავისით გაგორდებოდა და უსასრულო დერეფნების გავლით მიაღწევდა მინოტავროსის სამყოფელამდე. უკანა გზაზე გმირს დაშლილი ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.

როდესაც გამარჯვებული თესევსი ლაბირინთიდან გამოვიდა, არიადნე კარებთან დახვდა და სიყვარულით მოეხვია თავის რჩეულს. გმირმა ზღვის სანაპიროსკენ ისწრაფა, რათა გასცლოდა იქაურობას. თან გაიყოლა არიადნეც. როდესაც კუნძულ ნაქსოსს მიუახლოვდნენ, მოგზაურებმა დასვენება მოიწადინეს, ხომალდი ნაპირს მიაყენეს და დაიძინეს. თესევსს ეზმანა ღვინის ღვთაება დიონისე, რომელმაც ღმერთების ნება აუწყა გმირს: მას უნდა მიეტოვებინა არიადნე ნაქსოსის უკაცრიელ ნაპირზე. მინოსის ასული დიონისეს მეუღლე უნდა გამხდარიყო. თესევსი გამოფხიზლდა და დამწუხრებულმა მიატოვა არიადნე. მან ვერ გაბედა ღვთაებათა ნების უგულებელყოფა. დიონისემ და მისმა მხლებლებმა წაიყვანეს არიადნე. მოგვიანებით იგი უკვდავთა დასში მიიღეს, როგორც დიდი ღმერთის მეუღლე. მან საჩუქრად მიიღო საქორწინო გვირგვინი, რომელიც შემდგომ ვარსკვლავიან ცაზე მოათავსეს (ჩრდილოეთის გვირგვინის თანავასკვლავედი).

კუნძულ ნაქსოსზე არსებობდა არიადნეს კულტი, ხოლო ათენში მას თაყვანს სცემდნენ როგორც დიონისეს მეუღლეს.

ხელოვნებაში ხშირად ასახავდნენ მიტოვებულ არიადნეს, მძინარეს, ანდა მის ქორწილს დიონისესთან (ტიციანი, ტინტორეტო, ტიეპოლო, კაუფმანი, გვიდო რენი და სხვა). არიადნეს ბედი ასახეს თავიანთ ნაწარმოებებში ცნობილმა მწერლებმაც (ლოპე დე ვეგა, ბრიუსოვი, ცვეტაევა) და კომპოზიტორებმაც (ჰაიდნი, შტრაუსი).

 
ზეციურ მნათობთა შორის, შუაგულ ეთერში, მთელი ღამის განმავლობაში ციმციმებს გვირგვინისებრი ვარსკვლავი, რომელსაც არიადნეს გვირგვინს უწოდებენ
წყარო: ბიბლიოვიკი არიადნე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9