A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეთა ეთი ეთნ

ეთიოპია

ეთიოპ. Itoophiyaa–ორომოს ენა
ადრე ასევე ცნობილი, როგორც აბისინია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ 1993 წლის 24 მაისს) აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა ორომოს ენა — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 85,2 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით, ეთიოპია ნიგერიის შემდეგ აფრიკაში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით,[2] ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერითრეა ჩრდილოეთიდან, სუდანი და სამხრეთი სუდანი დასავლეთიდან, ჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან.

ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა მსოფლიოში.

ეთიოპია — სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უძველესი წევრია: ის იყო ერთა ლიგის წევრი და გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი წევრი. ეთიოპია ასევე აფრიკის კავშირის წევრი-დამაარსებელია, შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეთიოპია — ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია.
 
ბერძნების წარმოდგენით მზე ამ მხარეში ჩადიოდა.
წყარო: ვიკიპედია ეთიოპია
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9