სპარს. ارسსომხ. Արաքսბერძნ. Αράξεςთურქ. Aras Nehri მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად გრუნტისა და თოვლის წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.
- ლიკე აპ. როდოსელის მიხედვით ფასისს ერთვის. აკად. ს. ჯანაშიას იგი მდ. ჭოროხის საცილობელ სახელად მიაჩნია და პოეტის ამ ცნობას მკაფიო გეოგრაფიულ კონტამინაციად თვლის
- ლიკე რაკი დაშორდება ხმაურა მდინარე არაქსს, წმინდა ტალღებს ფასისს უერთებს და შემდეგ ეს ორი მდინარე, უკვე გაერთებული, კავკასიის ზღვაში იღვრება
სინონიმი: რახსი
არეზი