A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პეა პედ პევ პეი პელ პენ პეო პეპ პერ პეს პეტ

პელოპონესი

ბერძნ. Πελοπόννησος

ნახევარკუნძული და გეოგრაფიული რეგიონი საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში. 1893 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს კორინთოს არხი, იგი ტექნიკურ კუნძულად იქცა. გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში ოტომანთა ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც მორეა (ბერძნ. Μωρέας). ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება

ნახევარკუნძული 1987 წლის რეფორმამდე საბერძნეთის ადმინისტრაციული რეგიონი იყო, ამჟამად კი მისი ტერიტორია სამი პერიფერიის შემადგენლობაშია მოქცეული: უდიდესი ნაწილი ეკუთვნის პელოპონესის პერიფერიას, ხოლო დანარჩენი ნაწილები დასავლეთ საბერძნეთის და ატიკას პერიფერიებს

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9