A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოტ მოუ მოქ მოხ

მოზაიკა

ფრანგ. Mosaique

გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და სხვ. პატარ-პატარა ნაჭრებისაგან.

მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე; და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ზედაპირზე აწყობენ და მოგვიანებით გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა.

იხ. აგრეთვე: ძალისი
წყარო: ბიბლიოვიკი მოზაიკა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9