A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაჭ

კაბერნე სოვინიონი

კაბერნე სოვინიონი - ფრანგული ვაზის ჯიში, შეტანილია საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ფრანგ მევენახეთა შორის კაბერნე სოვინიონი ცნობილია მრავალი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებით (სინონიმით), მათ შორის უფრო ცნობილია. პტი კაბერნე, ვიდიური, ვენ დიური, მარშოპეტი და სხვ. საბჭოთა კავშირში მას შეცდომით ლაფიტსა და ლაფეტს უწოდებენ

კაბერნე სოვინიონი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, საფრანგეთში იგი XVI საუკუნიდანაა ცნობილი, იგი იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს საფრანგეთში (ბორდო), საქართველოში (თელავის რ-ნი) და საბჭოთა კავშირის სამხრეთ ქვეყნებში: უკრაინასა და კრასნოდარის მხარეში, ხოლო დანარჩენ რაიონებში იგი საშუალო და კარგი ხარისხის ღვინოს იძლევა. განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა იგი ჟირონდის დეპარტამენტის ზოგიერთ მეურნეობებში (შატო ლაფიტი, შატო მარგო, შატო ლატურ, მუტონ როტ-შილდი, გობრიონი და სხვ.).

ამ ადგილების ღვინოზე მაღალხარისხოვანი ღვინო უცხოეთის ვერც ერთმა სხვა რაიონმა ვერ შექმნა და როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ცნობილი სპეციალისტი პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკი „მხოლოდ კახეთში, სუფრის ღვინოების ამ საუკეთესო რაიონში, მოგვცა კაბერნემ შედარების საშუალება ბორდოს კარგ სამარკო ღვინოებთან. კაბერნეს ღვინომ „თელიანი №48“ თელიანისა და ნაფარეულის მესამეული პერიოდის ქვიან დანალექებზე გამოამჟღავნა მაღალი ღირსება: მდიდარი შეფერვა, ნაზი ბუკეტი და გამშვენიერება ხანგრძლივი შენახვისას“.

წყარო: ბიბლიოვიკი კაბერნე სოვინიონი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9