A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რობ როდ რომ

როდანოსი

ფრანგ. Rhône
ლათ. Rhodanus
მდინარე შვეიცარიასა და საფრანგეთში. სათავე აქვს ლეპონტის ალპებში, რონის მყინვარზე. გაედინება ჟენევის ტბაში და გადის რონის დაბლობზე. ორი ტოტით ერთვის ხმელთაშუა ზღვის ლიონის ყურეს და აჩენს დელტას. რონას მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - ენი, სონა, არდეში; მარცხენა - იზერი, დიურანსი. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. მდინარე სონას შეერთების შემდეგ მდინარის წყლიანობა მკვეთრად იზრდება. რონა საფრანგეთის ყველაზე წყალუხვი მდინარეა. შესართავთან წყლის ხარჯი 1780 მ3/წმ. სანაოსნოა მდინარე ენის შესართავამდე.
 
1. აქაც გეოგრაფიულ კონტამინაციასთან გვაქვს საქმე. გასაგებია, რომ პოდან რონაში მოხვედრა შეუძლებელია. ამით მტკიცდება, რომ აპ. როდოსელის დროშიც კი ცუდად იცნობდნენ ევროპის გეოგრაფიას
2. აქ აპ. როდოსელს, როგორც ჩანს, ჰგონია, როდანოსს სამი ტოტი აქვს. შეიძლება მას მხედველობაში აქვს რაინი, რონა და პო, როგორც ერთი მდინარის სამი განშტოება.
სინონიმი: რონა
წყარო: ვიკიპედია რონა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9