A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აია აიე აივ აიკ აიმ აინ აირ

აიაია

ბერძნ.
კუნძული, სადაც არგონავტები მოხვდნენ და რომელსაც გრძნეული კირკე განაგებდა
ძველი წყაროების თანახმად, აიაია იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობდა, იქ, სადაც კირკეიონის მთები იყო აღმართული. აიაია უნდა განიმარტოს, როგორც აიას კუთვნილი მიწა
 
აპ. როდოსელის სქოლასტი ამბობს, აიაია მარცვლით განვრცობილი აია (ეა) არისო. კოლხეთის აიაში (ეაში) აიეტი და მისი სახლობა ცხოვრობს, აიაია კი დასავლეთში ძევს და აიეტის გრძნეული დის კირკეს სამფლობელოა. აიაიას პირველად და რამდენჯერმე უკვე ჰომეროსი იხსენიებს. ოდისევსი ამბობს: მივედით აიაიას დიდ კუნძულზე, იქ ცხოვრობს კირკე („ოდისეა“). ეს კუნძული პოეტების მიხედვით ტირენის ზღვაში ძევს. მისი სახელი კოლხეთის აიასაგან (ეასაგან) არის წარმოებული
წყარო: ბიბლიოვიკი აიაია
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9