A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლიბ ლიკ ლიმ ლინ ლიპ ლირ ლიტ ლიფ

ლიბერალიზმი

პოლიტ.
ლათ. liberalis - თავისუფალი
ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ტრადიციებისაგან დამოუკიდებლობა და სხვ. ლ-ის იდეები აქტიურად მუშავდებოდა ჯერ კიდევ XVII-XVIII სს-ში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მიმართულება, რომელმაც ფართო გაქანება მიიღო, იგი XIX ს-ის 30-40-იან წლებში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი ლიბერალური პარტიის გაჩენასთან დაკავშირებით. დღეს ბევრი ასეთი პარტია მმართველია ან კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია. 1947 წელს ამ პარტიათა უმრავლესობა გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელმაც მიიღო „ლიბერალების მანიფესტი“. მათ შესამჩნევი წარმომადგენლობა აქვთ ევროპარლამენტში. ლ-სთვის დამახასიათებელია პიროვნების თვითფასეულობების აღიარება და ყველა ადამიანის საწყისი თანასწორობა, მოქალაქეთა თავისუფლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლა, ხალხის მმართველობა, კონსტიტუციონალიზმი, კანონიერება და სამართლის დაცვა, ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფოს აღქმა როგორც ორგანოსი, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების წევრებთან საერთო კონსესუსზე, პიროვნების თავდაპირველი უფლებების დაცვასა და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე. ლ. ცალსახოვანი არ არის. მან სერიოზული ევოლუცია განიცადა კლასიკური ლ-დან XIX-XX სს-ების ნეოლიბერალიზმამდე. თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური და სხვ. გლობალური, ძირეული ცვლილებების გავლენით იგი დღესაც განიცდის ევოლუციას. სხვადასხვა ეტაპზე სერიოზულად იცვლებოდა ლ-ის დამოკიდებულება და ურთიერთქმედება ერთი მხრივ, კონსერვატიზმთან და მეორე მხრივ, სოციალ-დემოკრატიზმთან. ისტორიული და თანამედროვე ლ-ის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ლოკი, მონტესკიე, კანტი, ჯეფერსონი, ა. სმიტი, დიდრო, ბენტამი, სპენსერი, ჯ.ს. მილი, ს.მ. ლიპსეტი, პოპერი, ფ.ჰაიეკი, ჰ.ალბერტი და სხვ.
 
ეკონომიკური ლიბერალიზმი – რწმენა, რომ ბაზარი, როგორც თვითრეგულირებადი მექანიზმი, ნამდვილად ქმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ ზოგად კეთილდღეობასა და შესაძლებლობებს წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.}
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9