A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლაბ ლაგ ლაე ლავ ლაი ლაკ ლალ ლამ ლან ლაპ ლატ ლაუ ლაფ ლაქ ლახ

ლავინია

მითოლ.
რომ.

ლატინუსის ასული. ტურნუსის საცოლე. ენეასის მეუღლე.

ლავინია იყო ლატინუსის მეფის ქალიშვილი. როდესაც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ენეასი ამ ქვეყანას ეწვია, მეფე ლატინუსმა იგი გულთბილად მიიღო და შესთავაზა ხელი თავისი ასულისა, რომელიც ადრე რუტულთა მეფე ტურნუსის საცოლედ ითვლებოდა. შეურაცხყოფილმა ტურნუსმა წამოიწყო ომი ლატინთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა. იგი ენეასმა განგმირა და ჩამოიცილა რა მეტოქე, იქორწინა ლავინიაზე. მალე მეუღლის პატივსადებად დააარსა ქალაქი, რომელსაც ლავინიუმი უწოდა.

ენეასის გარდაცვალების შემდეგ ლავინიამ ტყეს შეაფარა თავი, სადაც შვა ვაჟი, სილვიუსი, რომელმაც დასაბამი დაუდო სამეფო მოდგმას.

1958–1959 წლებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მდინარე ტიბერისის სანაპიროზე, ზუსტად იმ მიდამოებში, სადაც გადმოცემათა თანახმად, ლავინიუმი უნდა ყოფილიყო გაშენებული, აღმოჩნდა ძველი ნაქალაქარი. არქეოლოგებმა ამოიკითხეს წარწერებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქალაქი ლავინიუმი აქ მართლაც არსებობდა.

იხ. აგრეთვე: ენეიდა, ეპონიმი
წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9