A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იქ იშ
ირა ირი ირკ ირო

ირიდა

მითოლ.
ბერძნ.

ცისარტყელას განმასახიერებელი ღვთაება, ზღვის ღმერთის, თავმასისა და ოკეანიდ ელექტრას ასული, ჰარპიათა და.

ძველების რწმენით, ცისარტყელა აერთებდა ზეცასა და დედამიწას. ამიტომ ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბებისთანავე ირისი შუამავლად მიიჩნეოდა ღმერთებსა და ადამიანებს შორის. ის განუცხადებდა ხოლმე ცისიერთა ნებას მიწიერთ. ჰერმესისაგან განსხვავებით, ირისი მხოლოდ ზევსისა და ჰერას ბრძანებებს აღასრულებდა ისე, რომ თავად საქმეში არ ერეოდა.

ირისს, ჩვეულებრივ, ჰერას გვერდით წარმოსახავდნენ ფრთაშესხმული ქალბატონის სახით, რომელსაც ხელში თასი ეკავა. ამ თასით ირისს წყალი მიჰქონდა ღრუბლებისათვის.

გადატანითი მნიშვნელობით ირისი მაცნეს, შიკრიკს ნიშნავს.

სინონიმი: ირისი
იხ. აგრეთვე: ენეიდა
წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9