A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლუკ ლუს

ლუკრეციუსი

ტიტუს ლუკრეციუს კარუსი ( ძვ.წ I საუკუნის რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი. სახელი გაითქვა ფუნდაენტური ფილოსოფიური ნაშრომით De rerum natura (საგანთა ბუნება).

ტიტუს კარუს ლუკრეციუსი დაიბადა ძვ. წ. 99. იგი ითვლება მატერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერად.

ლუკრეციუსი სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ მას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიციები ჰქონდა ღმერთების რწმენის შესახებ. სულის უკვდავებისა და ღმერთების რწმენის შემუშავებაში, ლუკრეციუსი მნიშვნელოვან როლს სიზმრებს აკისრებდა და ყველას შთააგონებდა, სწორი ახსნა მიეცათ მისთვის. სიკვდილის წინაშე შიშის გასაფანტავად მან თქვა "სიკვდილი მაშინ მოვა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით"

ლუკრეციუსის პოზიცია ღმერთებისა და ცრურწმენების გაგებაში ანტიმითოლოგიურ-ანტირელიგიურია, თუმა იგი ათეისტიც არ ყოფილა. ლუკრეციუსი ცდილობდა შემოქმედი და პროვინციული ღმერთის უარყოფას. იგი მეტად მკაცრი მებრძოლის როლში გამოდიოდა კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების წინააღმდეგ. მას უმეცრებით გამოწვეულ ბოროტებად მიაჩნდა კერპებისათვის, ქანდაკებებისათვის, მსხვერპლშეწირვის ტრადიციის გადაცემა ადამიანთა მოდგმაში.

იხ. აგრეთვე: პერსონალია, ენეიდა
წყარო: ვიკიპედია ლუკრეციუსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9