A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მაგ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაო მაჟ მარ მას მატ მაღ მაშ

მატური

საფლავის ძეგლის ტიპი, რომელშიც იგულისხმება მრავალფეროვანი „ფეხზემდგომი“ ძეგლები. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მატური არის „სასაფლაოზე მცირე გალავანი ერთის ნათესავის მიცვალებულისთვის“, ე. ი. საგვარეულო სასაფლაო. ასეთი განმარტება იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ მატური ადრეულ ხანაში გაიგებოდა, როგორც საგვარეულო სასაფლაოს აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, ხოლო მოგვიანებით იგი იქცა „ფეხზემდგომი საფლავის ძეგლების“ კრებსით სახელად. ქვითხუროობის თვალსაზრისით მატურებში გამოვლენილია ძალზე მაღალი დონე, რთული ტექნიკური სიძნელეებით დაძლეულია ქვის დამუშავების ყველა ნიუანსი. განსაკუთრებით დამახასიათებელია გეომეტრიული სწორი ხაზები, ოთხკუთხოვანი ან მრგვალი კოლონადები, თაღური და როტონდისებური გადახურვები. ზოგადად მათ იერში დომინირებს ეკლესიების, ეკვდერებისა და სამრეკლოს არქიტექტურული მოდელები. ზოგი მატური შესრულებულია ყრუ მოდელირებით, ზოგიერთები კი წარმოადგენს „ბანიან“ და „ფარღია სამრეკლოიან“ ეგზემპლარს, რომლებიც მორთულია ცრუ ნიშებით, ღიობებით, თახჩებითა და მომთავრებულნია ქვისა და რკინის ჯვრებით. ხშირად მატურებზე ვხვდებით საკმაოდ ვრცელ წარწერაეპიტაფიებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ სიმბოლოებს როგორიცაა: მტრედი, თევზი, ნაყოფი, ვაზი და მტევანი, ანგელოზები, ასევე სამეურნეო და სახელოსნო იარაღებს, ბოთლს, ყანწს, შეკაზმულ ცხენს, ირემს, საკურთხს და სხვა. მატურთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია ნიშები საკურთხის დასადებად და სანთლის დასანთებად, გარდაცვალებულთა სურათები და სხვა.

მატური არის უმნიშვნელოვანესი მემორიალური ძეგლი, რომლშიც გამოხატულია როგორც ქვითხუროობის მაღალი დონე, ასევე ქრისტიანული სიმბოლიკის კვლევისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მასალები. ლიტ: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. ს. ბედუკაძე, ქვის დამუშავება მთიულეთში.

იხ. აგრეთვე: სტელა
წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9