A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფფ
ფიბ ფიგ ფიდ ფიზ ფილ ფინ ფირ ფის ფიჩ

ფირდოუსი (934-940)

ტაჯიკური და ირანული ლიტერატურის კლასიკოსი, მსოფლიოში ცნობილი ეპოპეის „შაჰნამეს“ ავტორი ფირდოუსი აბუ ლაყასემ ტუსი დაიბადა 934-942 წლებს შორის, თამარანში, ქალაქ ტუსას მახლობლად, გვაროვნულ გაღარიბებულ ოჯახში. ქალაქს ახლა ფირდოუსი ეწოდება (ამჟამად ხორასნის ოლქი). მან იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო, შეისწავლა არაბული და ფაჰლაური (შუა ირანი) ენები. ფირდოუსის ახალგაზრდობა დაემთხვა სამანიდების, ტაჯიკეთის ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხანას. ეს იყო პერიოდი, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ არაბული ხალიფატის წინააღმდეგ სახალხო განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად. ეს იყო ტაჯიკთა და აღმოსავლეთ ირანელთა კონსოლიდაციის პერიოდი. სწორედ მაშინ გაფორმდა კლასიკური საშუალო საუკუნეების ტაჯიკური პოეზია. ფირდოუსს აღაფრთოვანებდა აღმოსავლეთი და დასავლეთი ირანის გაერთიანების იდეა, რადგან მასში ხედავდა თავისი სამშობლოს სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში წარმატებას, ფეოდალური წინააღმდეგობების დაძლევის საშუალებას.

ეპოპეის პირველი რედაქცია ფირდოუსმა 994 წელს დაამთავრა. ამ დროისათვის ფირდოუსის სამშობლო, სამარყანდის სახელმწიფო ფეოდალური შინაომებისა და გლეხთა აჯანყების გარდუვალი კრახისაკენ მიექანებოდა, რომელიც 999 წელს აღსრულდა კიდეც, როცა თუქმანთა კარახანიდის ხანმა – სასანიდების დინასტიამ საბოლოოდ დაამხო ბუხარა. დაახლოებით მაშინ გამეფდა სულთან მაჰმუდ ღაზნევი ვეებერთელა ტერიტორიაზე ამუ-დარიის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ეპოპეის მეორე რედაქცია ფირდოუსმა დაასრულა 1010 წელს და მას დაემატა სულთან მაჰმუდისადმი მიძღვნილი პანეგირიკული „შაჰნამე“. ამტკიცებენ, რომ პოეტმა სულთან მაჰმუდს უპასუხა მწვავე სატირით. ეს ტექსტი (სატირა) ჩართულია „შაჰნამეს“ ყველა გამოცემაში, როგორც მისი ეპილოგი. განრისხებულმა მაჰმუდმა ბრძანება გასცა ფირდოუსი სპილოს მეშვეობით მოეკლათ (ჩაეგდოთ სპილოს ფეხებში). ამის გამო ის იწყებს მოხეტიალე ცხოვრებას, დაბოლოს, მიაღწევს ბაღდადამდე. იქ მან დაწერა ახალი პოემა „იუსუფი და ზულეიხა“. პოემის დასაწყისში მან უარი განაცხადა „შაჰნამეზე“. ღრმად მოხუცებული ფირდოუსი დაბრუნდა თავის ქალაქში (ტუსში), სადაც გარდაიცვალა კიდეც. იგი დაასაფლავეს საკუთარ ბაღში, რადგან მუსულმანური რელიგიის მამებმა პოეტი ერეტიკოსად ჩათვალეს. ამის საფუძვლად ისინი ასახელებდნენ იმას, რომ თავის შემოქმედებაში გააცოცხლა ისლამამდე არსებული დევ-გმირები და მეფეები, დახატა ისლამის რელიგიისადმი ოპოზიციური დამოკიდებულებისა და ორთოდოქსული ისლამიზმისათვის მიუღებელი სურათები. ამის გამო მის ახლობლებს არ დართეს ნება ფირდოუსი საერთო სასაფლაოზე დაესაფლავებინათ.

1934 წელს ფირდოუსის საფლავზე აგებული იქნა მავზოლეუმი (მისი დაბადების 1000 წლისთავის აღნიშვნის გამო). ეს ფაქტი აღინიშნა საბჭოთა კავშირსა და ირანში. ამჟამად ხორასნის ეს ქალაქი ირანის საზღვრებშია მოქცეული.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9