| | |
ფირდოუსის „შაჰნამე“ არის ირანის შაჰების დინასტიის ისტორიის – სასანიდების ისტორიული ქრონიკების „ხვატაის“ წიგნი. ის დაწერილია შუა სპარსულ ენაზე. ფირდოუსის ეპოპეა ორიგინალური ნაწარმოებია. პოემა წერილობითი წყაროების გარდა („მანსურთა შაჰნამე“ და სხვა) მხატვრულადაა გადამუშავებული (ხალხური, ზეპირი თქმულებები). მწერალმა მასში შეიტანა თავისი განმარტებები, მოვლენათა გადმოცემის პარალელურად, იგი ქმნიდა ფსიქოლოგოურად ჩამოყალიბებულ სახეებს. მოვლენათა აღწერებსა და გადმოცემებში შეჰქონდა თავისი განმარტებები. ამით ის ქმნიდა ფსიქოლოგიურ სახეებს. ეპოპეაში მკაცრადაა დაცული პოეტური სტილი, დაწერილია თავიდან ბოლომდე ერთი გამართული ეპოსისათვის დამახასიათებელი რითმით. ეპოპეა შეცავს ორსტრიქონიანი ლექსის 50 000 ბეითს, გამოირჩევა მდიდრული სახეებით, ლაკონიურობითა და პლასტიკურობით, ფრაზების ბუნებრივი დიალოგებითა და ლექსიკური არქაიზმებით. ყველაფერი ეს შინაარს აძლევს განსაკუთრებულ ემოციურობას. წყნარი ეპიკური გადმოცემა ზოგჯერ იცვლება მოკლე ამაღელვებელი ლირიკული გადახვევებით. „შაჰნამეს“ გმირები რეალური ადამიანები არიან, თუმცა მათ ახასიათებთ ფანატიკურ-ზღაპრული თვისებები, რომელნიც წარმოსახულია აღზევებულ ტონში.
„შაჰნამე“ სამი დიდი სხვადასხვა ზომის ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილია მითოლოგიური ამბები და იგი მოიცავს მოტივებს 3223-დან 782 წლამდე (ძვ. წ.-აღ-ით), მასში აღწერილია პირველი 10 მეფის მოღვაწეობა (თეირანის საიუბილეო გამოცემის მიხედვით ეპოპეაში 5700 ბეითია), ასევე მოთხრობილია სახალხო აჯანყებაზე მეფე დრაკონის ზახხოკის წინააღმდეგ, რომელსაც მჭედელი კოვა ხელმძღვანელობდა. ამ მაწილში პირველად გამოჩნდება ეპოპეის მთავარი გმირი როსტომი: მეორე ნაწილი – „დევგმირული“ მოიცავს 782-50 ძვ.წ.აღ-ით პერიოდს. ეს ნაწილი არსებითად მიძღვნილია როსტომისადმი. მასში გადმოცემულია შაჰების – კაინიდების რომანტიკული სერიები („ზოლი“ და „რუდომა“, „ბეჟანი“ და „მანიჟა, აგრეთვე „თქმულება სიაუშზე“). ყველაფერი ეს მთავრდება უკანასკნელი აქამენიდებითა და ალექსანდრე მაკედონელით. სულ აქ 28,1 ათასი ბეითია.
მესამე – ისტორიული ნაწილი – (50 ძვ.წ.აღ-ით და 651 ახ.წ.აღ-ით) მიძღვნილია სასანისებისადმი და გრძელდება არაბების მიერ სპარსეთის დაპყრობამდე. ამ ნაწილში განსაკუთრებული და საინტერესოა ამბავი სასანიდი შაჰის ბაჰრამგურის, ბაჰრამ ცუბინის აჯანყებისა და აზდაკის სახალხო ბუნტის შესახებ (18.7 ათასი ბეითი).
ეპოპეის იდეური კეთილისა და ბოროტის ორთაბრძოლა იწყება პირველი მეფეების ბრძოლის ეპიზოდით. მათ სწამდათ, რომ სიკეთისა და ბედნიერების ღმერთები იბრძოდნენ დევების წინააღმდეგ, აგრეთვე ირანის ბრძოლა ბიზანტიელთა და არაბების წინააღმდეგ. მართალია, ეპოპეა ირანის დამარცხებით მთავრდება, – იმარჯვებენ არაბები, მაგრამ პოეტის მთელი სულისკვეთება კეთილის გამარჯვებითაა გამსჭვალული, ირანელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რწმენითაა გაჟღენთილი. პოემაში მთავარ გმირად გამოყვანილი არიან თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები – რუტამი – ტაჯიკური ფოლკლორის უსაყვარლესი გმირი, მჭედელი კოვა და მეფეები, ლეგენდარული „კაი ხოსროვი“ და სასანიდი „ანუშირვანი“. რუსტამი არის ე. წ. სისტანის გმირული ეპოპეის მთავარი გმირი. ფირდოუსის „შაჰნამეში“ ჩანს ორი, ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული იდეა. ერთი ასახვას პოულობს არისტოკრატიული წრეებისათვის დამახასიათებელ მიზნებსა და ამოცანებში, ღვთისა და სატანის ქებაში, აბსოლუტური მონარქიის თანმიმდევრულ დაცვასა და დიდებაში, წარსულის გაიდეალებაში, არისტოკრატიულ-გმირული ეთიკის ხოტბაში. მეორე მიმართულება გამოხატულებას პოულობს ისლამამდე არსებული სახალხო გმირების ქებასა და გლეხური სოციალური თანასწორობის ქადაგებაში, სამართლიანობის დამკვიდრებაში, რაც ანტიისლამური მიმართულების იდეებს ქადაგებს; ძლიერი ბრძენი ქალების სახეების წარმოსახვაში, მაზდაკის გლეხთა აჯანყებისადმი თანაგრნობის გამოხატვაში, „კარგი“ მეფის არსებობის სარგებლიანობაში. პოემის ორი მესამედი მიძღვნილია ხალხში უაღრესად პოპულარული გმირის – რუსტამისადმი. პოემა (ეპოპეა) მთავრდება მმართველი სულთანის მუჰამედისადმი მიძღვნილი სატირით.
ფირდოუსის შემოქმედებაში იმარჯვებს მეორე – სახალხო მოტივი. ეპოპეაში აისახა იმდროისათვის პროგრესული ფილოსოფიური რაციონალიზმი, ჰუმანური და პატრიოტული იდეები, რომლებიც იზიარებდა ხალხის შეხედულებებს ისტორიულ მოვლენებზე. ფირდოუსი გონებას ანიჭებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ღრმადაა დარწმუნებული წინსვლის მარადიულობაში. ფირდოუსი რჩება იდეალისტად. ალაჰს (ღმერთს) თვლის უმაღლეს არსებად. მას დასაშვებად მიაჩნია სტიქიური, ხოლო გულუბრყვილობად – დიალექტიკურ-მატერიალური მსოფლმხედველობა. ფირდოუსის „შაჰნამე“ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის მშვენებაა. შემოქმედმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა სპარსეთისა და ტაჯიკეთის კულტურაზე. „შაჰნამე“ სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. ხალხური სიტყვიერების ოსტატები გადმოსცემდნენ მეტყველების განსაკუთრებული მანერით. იყვნენ რჩეულები, რომელთაც „შაჰნამე“ ზეპირად იცოდნენ. „შაჰნამეზე“ შექმნეს ლექსები. პოემის სტრიქონებით ალამაზებდნენ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობათა ფასადებს, აბანოებს, საყოფაცხოვრებო საგნებს. „შაჰნამე“ თარგმნილია ძალიან ბევრ ენაზე, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ენებზე. ასეთია ფირდოუსი და მისი ძვირფასი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |