A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბუზ ბუკ ბულ ბუმ ბურ ბუუ ბუხ

ბულემია

კვებითი აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უზომო რაოდენობის საკების მიღება, რასაც შემდეგ თან სდევს მიღებული კალორიებისგან ორგანიზმის გაწმენდის ღონისძიებები. ასეთი ტიპის ქცევებს კომპენსატორული ეწოდება და მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს წონაში მატება. უზომო ჭამის შემდგომ განხორციელებული კომპენსატორული ქმედების ტიპიურ ნიმუშია პირღებინება, კუჭის ამშლელი პრეპარატების მიღება და ა.შ.

ბულიმია წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან - boulimos, რომელიც „მგლის მადას“, გაუმაძღრობას აღნიშნავს. გაუმაძღობა და საკვების უზომო რაოდენობით მიღება ბულიმიის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიოდ დამახასიათებელი სიმპტომია. თუმცა ბულიმიის სინდრომი არ შედგება მხოლოდ საკვების გადამატებული მიღებისგან. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია გადაჭარბებულ კვებას თან სდევდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე კომპენსატორული ქცევა: გულის არევა, კუჭის აშლა და ა.შ.

იხ. აგრეთვე: ანორექსია
წყარო: ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში ბულემია
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9