A B D E F H I L O P T V W X Y

პა პე პი პლ პო პრ პს პუ
პად პავ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაუ პაქ პაც

პარაოლიმპიური თამაშები

ათლეტური შეჯიბრი ინვალიდებისათვის, ამპუტირებული კიდურების მქონე ხალხის, მხედველობა-დარღვეული, ქვედა კიდურების დამბლის მქონე და ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანების ჩათვლით. „პარაოლიმპიური თამაშები ორგანიზებული იქნა 1948 წ. სტოკ მანდევილის საავადმყოფოში, ეილსბერში, ინგლისში (...) 1952 წ. დასაწყისში. პარაოლიმპიური თამაშების ჩატარების წლები ემთხვევა ოლიმპიურისას. ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა 1976 წ. 1992 წ. ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა 3 500 ათლეტი 82 ქვეყნიდან. პირველი ჭეშმარიტი პარალელი ოლიპმიურ თამაშებთან გაივლო 1988 წ. სეულში, სამხრეთ კორეაში, სადაც ათლეტებს ჰქონდათ პარაოლიმიური სოფელი და იყენებდნენ ოლიმპიურ სტადიონებს შეჯიბრისათვის. (..) პარაოლიმპიური თამაშები აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და იმართებოდა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ.” სპორტის საშუალებით ადამიანები ვითარდებიან ფიზიკურად და ინტელექტუალურად. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ამაღლებს თვითშეფასებას; ის იძლევა თვითრელიზაციის და პატივისცემის დამსახურების შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება ინვალიდებს, რომლებიც მონაწილეობენ პარაოლიმპიურ (ოლიმპიური თამაშების მსგავსი, თანაბარი) თამაშებში.
სინონიმი: პარაოლიმპიადა
წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9