A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რა რაბ რად რაკ რან რას რატ რაუ რაფ რაყ რაც

რაფლეზია

რაფლეზიასებრნი (Rafflesiaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უქლოროფილო პარაზიტებია. სახლობენ ტროპიკული ხეების ფესვსა და ღეროზე. მათი ვეგეტატიური ორგანოები ძალზე რედუცირებული, ხშირად ძაფისებრის და ღრმადაა შეწრილი მასპინძელი მცენარის ქსოვილში. გარეთ გამოაქვთ მხოლოდ მოკლე საყვავილე ყლორტები ქერცლისებრი ფოთლებითურთ. ოჯახში გაერთიანებულია 9 გვარის 55-მდე სახეობა. უმთავრესად გავრცელებული არიან ტროპიკებში. ცნობილი გვარია რაფლეზია (Rafflesia). მისი ერთ-ერთი სახეობა — არნოლდის რაფლეზია (Rafflesia arnoldii) მეტწილად Cissus-ის გვარის სახეობებზე პარაზიტობს. გვხვდება კუნძულ სუმატრაზე. მისი ყვავილის დიამეტრი 1 მ აღწევს, მასა 49-6 კგ. ლეშის სუნი აქვს. მწერებით იმტვერება. საქართველოში, ბიჭვინთის ფიჭვნარში, ამ ოჯახის მხოლოდ ერთადერთი სახეობა — ქვებლანდისა გვხვდება.
წყარო: ვიკიპედია რაფლეზია
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9