1. შემეცნების მეთოდი, რომელიც დიალექტიკისაგან განსხვავებით, მოვლენებს განიხილავს ერთმანეთისაგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად, როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულთ, უარყოფს საგნებისა და მოვლენების შინაგან წინააღმდეგობას.
2. იდეალისტური ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც განიხილავს ცდისმიღმურ მოვლენებს (ღმერთს, სულს და მისთ.) < ბერძ. meta ta physika - „ფიზიკის შემდეგ“ (ასე უწოდეს არისტოტელეს ფილოსოფიურ თხზულებებს, რომლებიც მოთავსებული იყო მისი ფიზიკის ტრაქტატების შემდეგ).
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
არისტოტელეს ნაშრომი. „მეტა-ფიზიკა“ ბერძნულად ბუნების მიღმა მყოფ საგნებს აღნიშნავს. მეტაფიზიკა შეისწავლის ზოგადად რეალობას, როგორც არსს, ყოფიერებას და არა ამა თუ იმ კონკრეტულ საგანს.
არისტოტელე ამტკიცებს საგანთა „ქმნადობას“ და აკრიტიკებს პლატონს მისი „იდეების სამყაროს“ გამო, ვინაიდან საგნებისგან განცალკევებული იდეები განცალკევებული ყოფიერებაა: არ არსებობს ყოფიერება, არამედ უამრავი არსი (არსებები).
წყარო: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]