A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მღვ

მღვდელმსახურება

იტალ. Sacerdozio
ლათ. sacerdotium
აღნიშნავს მღვდელმსახურის ღირსებასა და მოვალეობებს. რელიგიათა ისტორიაში მღვდელმსახური ადამიანსა და ღმრთაებას შორის შუამავლის როლს ასრულებს. პრიმიტიულ რელიგიებში მღვდელმსახურება ჯგუფის უფროსის (თითქმის ყოველთვის – მეფის) პრეროგატივა იყო. მოგვიანებით ხელმწიფისა და მღვდელმსახურის ფუნქციები თანდათან გაიყო და, ბუნებრივ რელიგიებში, მღვდელმსახურებამ სამი ფუნქცია შეიძინა: წმიდა მსახურება, ეშმაკის განდევნა და მომავლის წინასწარმეტყველება. მღვდელმსახურება ხშირად მემკვიდრეობითი იყო ან გადაეცემოდა ინვესტიტურის მსგავსი ფორმით, როგორებიცაა, მაგალითად, ცხება, ხელდასხმა და სხვ. ძველ აღთქმაში მღვდელმსახურება, რომელსაც ლევიელთა თემის წარმომადგენლები, კერძოდ კი – აარონის შთამომავლები აღასრულებდნენ, მიზნად ისახავდა ღმრთის სიტყვის გამოცხადებასა და ღმერთთან ერთიანობის აღდგენას მსხვერპლშეწირვისა და ლოცვის მეშვეობით. თუმცა ამგვარი მღვდელმსახურება უძლური იყო, აღესრულებინა საბოლოო ხსნა, რისი განხორციელებაც მხოლოდ ქრისტეს ძალუძდა. მართლაც, ებრაელთა მიმართ წერილის თანახმად, სწორედ საკუთარი თავის შემწირავი ქრისტე (იოან. 17:19; ებრ. 7:25; 8:1, შმდ., 9:11.15) წარმოგვიდგება ახალ და უმაღლეს მღვდელმსახურად, მსგავსად მელქისედეკისა, ანუ მას უშუალოდ ღმრთისგან აქვს მიღებული ინვესტიტურა (შდრ. ებრ. 5:5). ნათლობის წყალობით, ქრისტეს მღვდელმსახურებას ყველა მორწმუნე ეზიარება (ეკლესია, როგორც მღვდელმსახური ხალხი). ამ მსახურების საფუძველზე და მის სამსახურში არსებობს სხვა მღვდელმსახურება, რომლის ფუნქციაა ქრისტეს სახელით და მის ნაცვლად მსახურება მორწმუნეთა საკრებულოში. ის მიენიჭება ხელდასხმის საიდუმლოს საშუალებით, რომელიც ანიჭებს სწავლების (munus docendi), საღმრთო საკულტო მსახურების აღსრულების (munus liturgicum) და სამწყსო ხელმძღვანებლობის (munus regendi) ძალაუფლებას (შდრ. CCC, 1533-1600)
წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9