A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ხა ხე ხვ ხო ხუ
ხულ ხუნ ხუც

ხუცესი

ბერძნ. presbýteros (შედარებითი ხარისხი სიტყვისა présbys „მხცოვანი“, „(უ)ხუცესი“, შემდეგ ლათ. presbyter
იტალ. Presbitero
(მღვდელი, პრესბიტერი) – პირი, რომელმაც ეპისკოპოსისაგან მიიღო ხელდასხმა და თანამშრომლობს მასთან საღმრთო მსახურებასა და მორწმუნეთა ხსნის საქმეში. პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში მღვდელმსახურები ამ საკრებულოთა მართვაზე იყვნენ პასუხისმგებლები. II საუკუნის დასაწყისში მცირე აზიაში მღვდელმსახურები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ (პრესბიტერიუმი), ექვემდებარებიან ეპისკოპოსს, რომელსაც ეხმარებიან და მრჩევლობას უწევენ. ისინი ეპისკოპოსთან ერთად აღასრულებენ ევქარისტიას, მასთან ერთად მონაწილეობენ ხელდასხმის წესში (წმიდა იპოლიტე, Traditio apostolica, 8), ნათლავენ (ტერტულიანე, De Baptismo, 17), ასრულებენ სნეულთა ცხების საიდუმლოს (იაკ. 5:14), დასასრულ, ასრულებენ კატეხეტთა და მოძღვართა ფუნქციას (1 ტიმ. 5:17)
იხ. აგრეთვე: მღვდელი
წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9