A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ცა ცე ცვ ცი ცო ცქ
ცეზ ცეკ ცელ ცენ ცეპ ცერ

ცელიბატი

ლათ. caelibatus, ნაწარმოები სიტყვიდან caelebs „დაუქორწინებელი“
იტალ. Celibato
საღმრთო წერილის მიერ რეკომენდებული (შდრ. მათ. 19:12 უქორწინებლობა „ცათა სასუფევლისთვის“; 1 კორ. 7:7; 7:32-34) უქორწინებლობა თავდაპირველად საღმრთო მსახურთათვის სავალდებულო არ იყო, მიუხედავად იმ მნიშვნელობისა, რომელიც უბიწოებას ენიჭებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი კანონი დაახლოებით 300 წელს იქნა მიღებული, ელვირას (გრანადა) კრების მიერ (კან. 33). კანონმა აბსოლუტური თავშეკავება სავალდებულოდ გამოაცხადა in sacris ხელდასხმულთათვის, სასჯელის სახით კი თანამდებობიდან გათავისუფლება დააწესა. მათ აეკრძალათ არა ქორწინება, არამედ სექსუალური ურთიერთობა. ლატერანის I და II კრებებზე (1123 და 1139) მღვდელთა ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი და დამკვიდრდა ცელიბატის კანონი, რომელიც დღესაც ძალაშია ლათინურ ეკლესიაში. საეკლესიო ცელიბატს ეკლესია განიხილავს, როგორც საღმრთო მსახურებისადმი სრული მიძღვნისა და მზადყოფნის მდგომარეობას და კაცობრიობის სასრული ვითარების წინასწარ განცდას. მართლმადიდებელთა შორის ქორწინების აკრძალვა ეხება მხოლოდ ეპისკოპოსებს, თუმცა ტრულის II კრებამ (691) დაადგინა, რომ მღვდლებსა და დიაკვნებს მხოლოდ ხელდასხმამდე აქვთ დაქორწინების უფლება. ამავე წესს იცავს აღმოსავლური წესის კათოლიკე ეკლესიაც.
წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9