A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბლო ბლუ

ბლოკი

ინგლ. block
ფრანგ. bloc

1. ტვირთის ასაწევი უმარტივესი მოწყობილობა - ღარიანი მბრუნავი გორგოლაჭი, რომელზედაც გადაგდებულია თოკი, ბაგირი ან ჯაჭვი; თვით გორგოლაჭი ასეთი მოწყობილობისა; ჭოჭონაქი;

2. დაკიდებული ლამპის, ფარდის და სხვ. ასაწევ-დასაწევი მოწყობილობა;

3.სახელმწიფოების, პარტიების, ორგანიზაციების და ა.შ. კავშირი, გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად;

4.ტექ. რაიმე ნაგებობის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ შედგება სხვადასხვა ელემენტის ან დეტალისაგან; სექცია. მაგ., ფანჯრის ბლოკები. ცილინდრების ბ. - ძრავას კონსტრუქციის ერთად ჩამოსხმული ნაწილი, რომელიც აერთიანებს ორ ან მეტ ცილინდრს;

5.საშენი მასალა - ბეტონის დიდი ზომის ხელოვნური ქვა აგურის ფორმისა;

6. რაიმე დაწესებულებაში გამოყოფილი ცალკე განყოფილება. მაგ., საოპერაციო ბ. (საავადმყოფოში). სამშობიარო ბ.(სამშობიარო სახლში). კვების ბ. - წარმოებაში, დაწესებულებაში: სათანადო ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სასადილო;

7. გარკვეული რაოდენობის რისამე (მაგ., სიგარეტის 10- 12 კოლოფის) შეკვრა;

8. თემატურად გაერთიანებული რამდენიმე საფოსტო მარკა, ერთად, ერთ ფურცლად გამოშვებული ფილატერისტებისათვის;

9 ფოტოგრ. ერთი პირის სურათი (ჩვეულებრივ რაიმე საბუთისათვის), რამდენიმე ცალად დაბეჭდილი საერთო ქაღალდზე.

იხ. აგრეთვე: ბანერი
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9