პელეასის ასული, მეუღლე თესალიელი გმირის, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილის, ადმეტესი. ალკესტიდა დათანხმდა არტემიდეს მიერ უდროოდ განწირული მეუღლის ნაცვლად ჩასულიყო ჰადესში და, ამრიგად, აეხსნა იგი. მითის თანახმად, ალკესტიდას თავგანწირვით აღფრთოვანებულმა პერსეფონამ, დედოფალმა ჰადესისა, უკან გამოაბრუნა იგი. სხვა ვერსიით ალკესტიდა ჰერაკლემ დაიხსნა ჰადესის ტყვეობიდან
წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017