დანიელ დეფო თავის თავზე ამბობოდა: „მე ცამეტჯერ გავხდი მდიდარი და კვლავ ღარიბი გავხდი“. ყოველი ხელისუფლების ცვლა მის ბედზე მოქმედებდა, მისი ცხოვრება, ხან აღმავალი გზით მიდიოდა, ხან კი დაბლა ეშვებოდა. ზოგჯერ საქმიან რისკს იგი ციხის კარამდეც მიჰყავდა. ახალგაზრდობის წლებში ეწვია მას ლიტერატურული დიდებაც.
დეფოს ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, მისი გმირის – რობინზონისას წააგავს: მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, რობინზონი მეზღვაური გახდა და არა ადვოკატი, დეფომ კი ასევე, მიღებული სასულიერო განათლების შესაბამისად, მღვდლის წყნარ ცხოვრებასა და საქმიანობას მეწარმისა და ჟურნალისტის შფოთიანი ცხოვრება და საქმიანობა არჩია.