A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მედ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მეღ მეშ მეც მეწ მეჭ მეხ

მეფე ლირი

შექსპირის არც ერთი ნაწარმოები ისე არ ეხმაურება მომავალ თაობებს, როგორც „ჰამლეტი“. 1905 წელს „ივერია“ წერდა: „ჰამლეტი ჩვენი დროის დიდებული ლიტერატურული განძია, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საზოგადოებრივ პირობებს, რომელშიაც ეს პიესა დაიბადა, ავტორის ნიჭი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება: მართლაც, დახატვა იმისი, რაც უკვე არსებობს და რამდენიმე ნიშნის მიხედვით აღდგენა მისი, რაც მომავალში უნდა იქნეს, ერთი და იგივე არ არის, მეორესთან, შედარებით პირველი სულ ადვილი საქმეა. შექსპირის თანამედროვეებმა ჰამლეტი ვერ იცნეს იმიტომ, რომ იგი შექსპირის დროს არ ყოფილა, ის XIX საუკუნის ღვიძლი შვილია. საზოგადოება კარგად იცნობს მაკბეტებს, რიჩარდებს, ჰენრიხებს, ჰოლო ჰამლეტი მას არ ენახა. შექსპირის დროს მხოლოდ იშვიათი ნიშნები იყო საზოგადოებაში ჰამლეტისა, პოეტმა კი, ამ მცირე ნიშნების წყალობით, შექმნა უკვდავი ტიპი, რომელმაც საუცხოოდ დაახასიათა ევროპის ყველა შემდეგი თაობა, დღემდე მოკიდებული“.

მიუხედავად იმისა, რომ ჰამლეტი XIX საუკუნემ მიისაკუთრა (არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და ევროპაშიაც), მასზე არანაკლები უფლება აქვს XXI საუკუნესა და ყველა თაობას ეპოქიდან დღემდე.

თუ ჰამლეტი ტრაგედიაა, ძირითადად, ახალი ადამიანის ინტელექტის დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებს, ოტელოსა და დეზდემონას ტრაგიკული თავგადასავალი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ურთიერთობის გრძნობად-ემოციურ მხარეს გამოხატავს. ოტელოს ტრაგედია დიდბუნებოვანი ადამიანის სულიერი ტანჯვის, მისი მაღალი ზნეობრივი იდეალის გაცრუების საბედისწერო შედეგია. ამ იდეალის განსახიერება ნაწარმოებში დეზდემონას სახეა, თუმცა ამით ძნელია პიესის ფინალის ახსნა. მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ დეზდემონა უდანაშაულობის მსხვერპლია, მომხდარი დრამის საფუძველი, ფაქტობრივად, ტრაგიკული ამბავი კი არ არის, არამედ შემთხვევითობაა. შექსპირის დიდი ტრაგედიებისათვის კი შემთხვევითობას მხოლოდ და მხოლოდ მოვლენათა დაჩქარების (და, ამდენად, წმინდა სიუჟეტური) ფუნქცია აქვს.

დეზდემონას ღალატის დაჯერება ოტელოს მიერ, შექსპირის ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მეტად რთული მხატვრულ- ფსიქოლოგიური მომენტია. ოტელო შურს იძიებს არა მარტო როგორც მოტყუებული ქმარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, როგორც შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელსაც შეულახეს მაღალი რწმენა ადამიანური სისპეტაკისა და პატიოსნებისა. იგი ახრჩობს არა მოღალატე ცოლს, არამედ იუდას, კაცთმოღალატეს.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9