A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

გა გე გვ გზ გი გლ გო გრ გუ
გოგ გოე გოლ გონ გორ გოშ

გოეთე იოჰან ვოლჰგან (1749-1832)

გოეთე რვა წლის ასაკში რამდენიმე ძველ ენას ფლობდა. ამავე ასაკში იგი უკვე ფილოსოფიურ ნაშრომებსაც წერდა, ადრეულ ასაკში მან ზღაპრების წერასაც მიჰყო ხელი. გოთეს მამა იურისტი იყო და სურდა, რომ შვილსაც იურიდიული განათლება მიეღო. გოეთე ლაიპციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში იურიდიულ ფაკულტეტებზე სწავლობდა, მაგრამ მას სხვა გეგმები ჰქონდა – იგი, სტრასბურგში ყოფნისას, აქტიურად ჩაება „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობაში, სადაც ლესინგთან და ჰერდერთან ერთად იბრძოდა დამოუკუდებელი ეროვნული ხელოვნების შესაქმნელად. გოეთეს პირველმა ლიტერატურულმა ნაწარმოებმა „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ თავიდანვე დიდი აღტაცება გამოიწვია საზოგადოებაში და იგი მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. მთელი ცხოვრების განმავლობაში გოეთემ დაწერა 1600 ლექსი, რომელთაგან მრავალი სახალხო სიმღერებად იქცა. იგი წერდა მოთხრობებს, სტატიებს, ლექსებს, მაგრამ მისი შემოქმედებით მწვერვალად „ფაუსტის“ ტრაგედია ითვლება.
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9