A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფფ
ფაბ ფაგ ფაე ფავ ფაზ ფათ ფაკ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფატ ფაუ ფაქ ფაშ

ფაუსტი

იგი რეალური ისტორიული პირია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა XVI საუკუნეში. ფაუსტი იყო ექიმიცა და ალქიმიკოსიც, მოუსვენარი ბუნების კაცი, ყველას რატომღაც ეგონა, რომ მან სული ეშმაკს მიჰყიდა და სწორედ ეს გახლდათ ხალხური ზღაპრებისა და ფოლკლორის გმირი. გოეთემ თოჯინების თეატრში პატარაობისას ნახა სპექტაკლი ფაუსტის შესახებ. ეს იყო ლეგენდა ექიმი ფაუსტის შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ძალზე პოპულარული იყო ევროპაში. გოეთემ ამ ხალხური ლეგენდის ფაბულაზე შექმნა საინტერესო პოეტური ნაწარმოები. „ფაუსტის“ სიუჟეტი მარტივია. მოხუცი მეცნიერი – ფაუსტი, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი ნახა და გამოსცადა, სავსეა დარდით. მას ყველაფერზე გული აქვს აცრუებული. იგი გადაწყვეტს თავის მოკვლას საწამლავის საშუალებით, მაგრამ აქ ჩნდება მაცდური ეშმაკი – მეფისტოფელი. იგი შესთავაზებს ფაუსტს შემდეგ გარიგებას: მოხუცს დაუბრუნებს ახალგაზრდობას და შეუსრულებს ყველა სურვილს, თუ ამის სანაცვლოდ იგი მისცემს სულს. ეშმაკი არ აჩქარებს მას, ფაუსტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის დადგება ვალის გადახდის დრო. მაგრამ, ფაუსტი არც ისეთი გულუბრყვილოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფაუსტმაც წაუყენა მეფისტოფელს პირობა, რომ იგი თავის სულს ეშმაკს მისცემს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი უმაღლეს კმაყოფოლებას აზიარებს. მაშინ, როდესაც ფაუსტს მეფისტოფელი დაუბრუნებს ახალგაზრდობას, იტყვის: – „შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ“. ფაუსტს მიაჩნია, რომ შესანიშნავ წამებს დასასრული არა აქვთ.
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9