მეფისტოფელი იწყებს ფაუსტის ცდუნებას. იგი გააცნობს მას ულამაზეს ქალს – მარგარიტას. მეფისტოფელს იმედი აქვს, რომ ლამაზი ქალის მკლავებში ფაუსტი პოვებს შესანიშნავ წამებს და შეეცდება იგი, გაახანგრძლივოს უსასრულობამდე, მაგრამ როგორც კი ფაუსტი მიაღწევს გოგონას სიყვარულს, იგი ტოვებს მას. გრძნობათა სიამტკბილობა მას არ აკმაყოფილებს. მარგარიტა ღრმად რელიგიური ადამიანია, ამიტომ ცოდვა მას დიდ სულიერ ტრამვას აყენებს, რასაც ვერ გადაიტანს, იგი იღუპება. ფინალში, როდესაც ბნელ საკანში მეფისტოფელი აჩქარებს ფაუსტს, რომ გაიქცეს, ფაუსტი ამბობს, მარგარიტა სულ ერთია, დაღუპულია. ამ დროს ხმა ზეციდან ამცნობს, რომ იგი გადარჩენილია. მარგარიტა ფინალში უბრუნდება თავის ორგულ შეყვარებულს, როგორც უსხეულო სული. იგი ხდება ფაუსტის სულის გამცილებელი.
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]