A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ომბ ომო

ომბუდსმენი

შვედ.
შვედური სიტყვაა და ,,ინტერესების დამცველს” ნიშნავს. მისი ძირითადი დანიშნულება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაა. ომბუდსმენდს საქართველოში ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. ომბუდსმენი მმართველობის აპარატის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს და ადამიანებს ადმინისტრაციის არასამართლებრივი, უკანონო მოქმედებისაგან იცავს. იგი რეგულირებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ის განიხილავს საჩივრებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და თანამდებობის პირების მიმართ და შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით. უფლება აქვს აწარმოოს გამოძიება, გასცეს რეკომენდაციები და გამოაქვეყნოს საანგარიშო მოხსენებები. საქართველოში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ქვეყნის პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში. კანდიდატი აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მისი წარდგენის ვადა კანონით დაკონკრეტებული არ არის. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე და კენჭისყრა ფარულია. ყოველ მათგანს სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევნებმა შედეგი ვერ გამოიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღეში იგი ხელახლა ჩატარდება. ერთი და იგივე ადამიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოში ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, მაგრამ პარლამენტს უფლება აქვს ომბუდსმენი ვადამდე გადაირჩიოს, თუ ეს უკანასკნელი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს; უკავია სახალხო დამცველისათვის შეუფერებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში ომბუდსმენის ინსტიტუტი 1995 წლის კონსტიტუციითა და 1996 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონით დაინერგა. იგი ჯერ სრულიად ახალგაზრდაა და ალბათ მრავალი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ ქმედით და ეფექტურ სისტემას დაემსგავსოს, როგორიც დღეს მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს. თუმცა, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მას ამისათვის საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია.
წყარო: ბაქაქური ნინო. ომბუდცმენის ინსტიტუტი და მისი ქართული სახესხვაობა //ალმანახი №6,–[ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (1)].–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 1998.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9