ხვადასხვა სიმკვრივის, მარილიანობისა და ტემპერატურის წყლები ერთმანეთთან "შეხვედრა" მაგ., ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ,,შეხვედრა"
შავი ზღვა დედამიწის ყველაზე დიდი ზომის მერომიქტული წყალსატევია, სადაც წყალი მუდმივად სტრატიფიცირებულია: ღრმა ფენები ზედაპირულ ფენებს არ ერევა. წყლის ზედა ფენა ჟანგბადს ატმოსფეროდან იღებს, ხოლო 130-150 მ-ის ქვემოთ წყალი მდიდარია გოგირდწყალბადით. ამის შედეგად წყლის დაახლოებით 87-90% ანოქსიურია, ანუ მოკლებულია ჟანგბადს. ჟანგბადი არის მხოლოდ წყლის ზედა ფენებში და შელფის წყლებში. შავ ზღვაში ბოსფორიდან შემოდის ხმელთაშუა ზღვის მარილიანი წყალი, რომელიც უფრო მძიმეა, ხოლო გაედინება შავი ზღვის გამტკნარებული წყალი (მდინარეების ჩადინების შედეგად). ამიტომ წარმოიქმნება სიმკვრივის მკვეთრი ზრდა: ჰალოკლინი, რომელიც იცვლება დინებების მიხედვით. როგორც წესი, გოგირდწყალბადის ზონა ჰალოკლინის ქვეშ იწყება, რომელიც ხელს უშლის ჟანგბადის მიწოდებას ზედა ფენებიდან ქვედა ფენებში.