A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაე ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰაუ

ჰანიბალი

ჰანიბალ ბარკა (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 — გ. ძვ. წ. 183), კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი იყო. კარგი განათლება მიიღო, ფლობდა 4 ენას. ძვ. წ. 218 წამოიწყო II პუნიკური ომი, ყველასათვის მოულოდნელად გადალახა ალპები და შეიჭრა იტალიაში. რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (ძვ. წ. 218 მდ. ტიცინოსთან, ძვ. წ. 217 ტრაზიმენუსის ტბასთან, ძვ. წ. 216 კანთან), მაგრამ რომაელთა წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა. ძვ. წ. 203 ჰანიბალი დაბრუნდა აფრიკაში, ძვ. წ. 202 ზამასთან (აფრიკა) ბრძოლაში რომაელებმა დაამარცხეს. ძვ. წ. 201 რომთან დადებული ხელშეკრულებით ჰანიბალი კართაგენს მართავდა. ძვ. წ. 195 გაიქცა სირიის მეფესთან, ანტიოქე III-თან და მისი სამხედრო მრჩეველი გახდა. ანტიოქე III-ის დამარცხების შემდეგ, რომაელებმა მოითხოვეს ჰანიბალი, მაგრამ იგი გაიქცა და თავი შეაფარა არმენიას, შემდეგ კრეტაზე გადავიდა, იქიდან – ბითინიაში. რომაელებმა ბითინიელებს მოსთხოვეს რომის საშიში მტრის ჰანიბალის გაცემა. ჰანიბალმა თავი მოიწამლა. დაკრძალულია ლიბისაში (ბოსფორის ევროპის სანაპიროზე), ქვის სარკოფაგში, რომელსაც აწერია: “აქ მარხია ჰანიბალი”. ჰანიბალი ძველი დროის გამოჩენილი მხედართმთავარი იყო, მიუხედავად რომთან დამარცხებისა, სამხედრო ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ჰანიბალის სტრატეგიისათვის დამახასიათებელია მოკავშირე იტალიკური ტომების რომით უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენება, ჯარის ხანგრძლივი გადასვლების კარგი ორგანიზება, ჯარის მოძრაობის გზაზე და დაპყრობილ ტერიტორიაზე ძირითადი და დროებითი ბაზების შექმნა, რითაც იმაგრებდა ზურგს და წლების განმავლობაში. ჯარის დამოკიდებულება კართაგენზე მინიმუმამდე დაჰყავდა; კარგად მომზადებული დაზვერვა და მომავალი საომარი მოქმედების თეატრის გულდასმით შესწავლა. ჰანიბალს ჯარის ბირთვად მიაჩნდა სახმელეთო ჯარი, რომლის მთავარ დამრტყმელ ძალად გამოჰყავდა მოძრავი აფრიკის ცხენოსანთა ჯარი; საფუძვლიანად სწავლობდა მოწინააღმდეგის ტაქტიკას და ბრძოლისათვის კარგად ემზადებოდა. ჰანიბალის მხედართმთავრული ნიჭი სავსებით გამოვლინდა კანთან ბრძოლაში, რომელიც საომარი ტაქტიკის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენდა. ამ ბრძოლაში ჰანიბალმა პირველად გამოიყენა ერთდროული დარტყმა ორივე ფლანგზე.
იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: http://presa.ge/new/?m=society&AID=11105
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9