A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რა რაბ რად რაკ რან რას რატ რაუ რაფ რაყ რაც

გარგანტუა და პანტაგრუელი

1532 წელს ფრანსუა რაბლებ გამოსცა ჰიპოკრატეს „აფორიზმები“ საკუთარი კომენტარებით, და შემდეგ პაროდიული თხზულება „პანტაგრუელის წინასწარმეტყველებანი“, რომელიც შემდეგ „გარგანტუა და პანტაგრუელის“ მეორე წიგნად იქცა. შემდეგ წლებში გამოსცა კიდევ ხუთი წიგნი.

კათოლიკები და პროტესტანტები მკაცრი მოთხოვნებით გამოვიდნენ ფ. რაბლეს ნაწარმოებების წინააღმდეგ და მათი ავტორთან ერთად დაწვა მოითხოვეს. საფრანგეთის მეფემ კარლოს V-მ სპეციალური ბრძანებაც გამოსცა რაბლეს ნაწარმოებთა დასაცავად, მაგრამ იგი საბოლოოდ მაინც აკრძალულად ჩაითვალა. საქმე იმაში იყო, რომ რაბლე დაუპირისპირდა იმდროინდელ სქოლასტიკურ აღზრდას. ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარების, აქტიურ პიროვნებად ჩამოყალიბების საწყისად მან ჰუმანისტური აღზრდა გამოაცხადა.

თავის რომანში რაბლე აგვიწერს, თუ როგორ მოიწვია მეფემ თავისი შვილის აღმზრდელად მასწავლებელი სქოლასტიკოსი, რომელიც ტექსტებს აზეპირებინებდა თავიდან ბოლომდე და ბოლოდან დასაწყისამდე, რამაც ბავშვი მთლიანად დაჩლუნგებამდე მიიყვანა.

მამამ გადაწყვიტა შეეცვალა შვილის ასეთი აღზრდა, დაითხოვა სქოლასტი მასწავლებელი და მიიწვია ჰუმანისტი. ამით მისი სწავლების რეჟიმი რადიკალურად შეიცვალა – მასწავლებელი დიდ ყურადღებას აქცევდა მის ფიზიკურ განვითარებას, თანდათანობით უღვივებდა ცოდნის სურვილს, ასეირნებდა ბუნებაში, აგროვებდა მცენარეთა ფოთლებს, ტოტებს, აკვირდებოდა ბუნებას, ვარსკლავებზე დაკვირვებით სწავლობდა ასტრონომიას, ცხოველებზე დაკვირვებით – ბიოლოგიას. სწავლება საუბრის გზით მომდინარეობდა, ბევრი ცოდნა მან წიგნების დამოუკიდებელი კითხვის საშუალებით მიიღო, სწავლას შემოქმედებითი ხასიათი ჰქონდა.

„გარგანტუა და პანტაგრუელი“ მეტად მრავალფეროვანი ეპიზოდებით არის დატვირთული. იუმორით არის სავსე მისი ბავშვობა, ის ისეთივე ბავშვია, როგორც ყველა სხვა. უკვე პირველსავე წიგნში გამოჩნდება მისი ძმა ჟან დამანგრეველი, როდესაც პიკროკოლის ჯარი აცამტვერებს გარგანტუას მიწას. ჟანი ამარცხებს შემოსეულ მტერს.

ძმა ჟანი იქცევა გარგანტუას ყველაზე უფრო საიმედო და მძლე მეგობრად, ასევე მისი შვილის პანტაგრუელის დამცველად. მრავალი თავგადასავლის შემდეგ გვევლინება ახალი პერსონაჟი პანურგი, რომელიც ხალხის სტიქიას გამოხატავს. იგი მხიარული და ცნობისმოყვარეა, მას მოჰყვებიან სხვები და სხვები საკუთარი ხასიათებით და თავგადასავლებით

.

პანურგს ურჩევენ, რომ იგი არ დაიბნეს, დააკვირდეს და ისე აირჩიოს ადამიანი, საჭირო არ არის, რომ წახვიდე ქვეყნიერების დასასრულს, შემდეგ იქიდან დაბრუნდე, რომ ახლებურად შეხედო საკუთარ ცხოვრებას, საოცრებების ქვეყანას. მიწაც, რომლითაც გაკვირვებულნი არიან მოგზაურნი, სამოთხედ მოგვეჩვენება. ასე ამთავრებს თავის რომანს ფრანსუა რაბლე.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9