თავსადები ფიცარი, საწოლად განკუთვნილი სკამ-ლოგინების, ლოგინებისა თუ ტახტის აუცილებელი ატრიბუტი. თავსადები ფიცარი ორ სადგარზე დახრილად მიმაგრებულ დირეებში იყო ჩასმული, რომ თავსადებად მოსახერხებელი ყოფილიყო. ეთნოგრაფიული მასალა ბაცანკალს მხოლოდ შიშველ თავსადებად კი არ წარმოაჩენს, არამედ ცხადყოფს, რომ მასზე იდებოდა სასთუმლად გადახვეული ფარდაგი, ნაბადი, ბალიში. ბაცანკალად იგი ამ შემადგენელ ნაწილებთან ერთად აღიქმებოდა. ამის საუკეთესო მაგალითს დღეს სვანური „ლათხურმაშ“-ი წარმოადგენს. ამ ტერმინით დღესაც ფიცრის თავსადებთან ერთად მასზე დადებული ნაბადი,ფარდაგი და სხვა იხსენიება.
წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,