A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პრა პრე პრი პრო

პრივატიზაცია

სახელმწიფო საკუთრების კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესი, ან რაიმე სამსახურის ან სერვისის მართვის გადაყვანა სახელმწიფოდან კერძო სექტორში. საწინააღმდეგო პროცესს ნაციონალიზაცია ან მუნიციპალიზაცია ჰქვია.
პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურების ორიენტაციის წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგო-გენერაცია, თუმცა, ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას და მომსახურებას.
ზოგადად, პრივატიზაციის ფართომასშტაბიანი პროცესი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ პერიოდში, თუმცა, უფრო დომინანტურ ეკონომიკურ მიმართულებად ის 1980-90-იან წლებში იქცა (განსაკუთრებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში).
წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9