A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ამ ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამპ ამრ ამუ ამფ ამღ

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

სახელმწიფო კავკასიაში, რომელმაც შეიქმნა ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკების და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ. ამიერკავკასიის რესპუბლიკამ 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე იარსება.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ - ოზაკომმა.

„მიმდინარე მსოფლიო ომის პირობებში, როცა რეგიონში ერთმანეთს ეჯახებოდა დიდ სახელმწიფოთა ინტერესები, ხოლო ფრონტის ხაზი თბილისიდან არც ისე შორს გადიოდა, უაღრესად ფრთხილი და წინდახედული მოქმედება იყო საჭირო. ნ. ჟორდანიას აზრით, ასეთ ვითრებაში საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაში უნდა დარჩენილიყო, ოღონდ არა საბჭოურ-ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა, რომლის დამფუძნებელ კრებას საქართველოსთვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია უნდა დაეკანონებინა“. (ო. ჯანელიძე „საქართველო და ქართველები“)

ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთ მთავრობა ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე იარსებებდა. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა.

ბოლშევიკების მიერ რუსეთის სათათბიროს დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა თვისი პოლიტიკური კურსი და 1918 წლის 10 თებერვალს მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. თუმცა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია.

1918 წლის 3 მარტს ვლადიმერ ლენინმა ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადო სეპარატისტული ზავი. ზავის პირობებით თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. 14 მარტს ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკაკი ჩხენკელი. მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა, მეტიც თურქეთის არმიამ გადმოკვეთა ამიერკავკასიის საზღვრები და დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი.

ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითრებაში 1918 წლის 22 აპრილს მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.

წყარო: აბაშიძე, ზაზა საქართველო და ქართველები]: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს "ფავორიტი პრინტი"). – 676 გვ. რუკ.; 22 სმ. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები., სილაგაძე, აპოლონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918)] / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე]. - თბ., 2000. - 64გვ.; 20სმ, ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9