ლათ. nominalis – სახელობითი 1. რაც გამოხატულია ამა თუ იმ ფულადი ღირებულებით, რაც აღნიშნულია რამეზე.
2. რასაც ან ვისაც მხოლოდ სახელი ჰქვია, მაგრამ არ ასრულებს თავის დანიშნულებას, მოვალეობას.
- 1. ნომინალური ფასი; ნომინალური ხელფასი - ფულით გამოხატული ხელფასი (რეალურ ხელფასთან შეპირისპირებით). 2. ნომინალური რედაქტორი.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]