A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნად ნავ ნამ ნან ნაპ ნარ ნას ნატ ნაუ ნაჩ ნაც

ნაციონალიზაცია

რაიმე ქონების კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის პოლიტიკა და პრაქტიკა. XX ს-ში მიწის, საწარმოების თუ სხვა ობიექტების ნაციონალიზაცია ბევრ ქვეყანაში გამოიყენებოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ პერიოდში სსრკ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, პრაქტიკულად მთლი კერძო სექტორი ნაციონალიზებულ იქნა. დაახლოებით იგივე პროცესები მიმდინარეობდა 1945-1950 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნებში. ნაციონალიზაციის პოლიტიკა, შედარებით ნაკლები მასშტაბებით და უფრო სამართლებრივ ჩარჩოებში, აქტიურად ხორციელდებოდა სოციალისტური მთავრობების (დიდ ბრიტანეთში – ლეიბორისტების, საფრანგეთში – სოციალისტების და ა.შ.) მიერ. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ყოველთვის და ყველგან სასურველ შედეგს არ იძლევა, პირიქით, იწვევს ბიუროკრატიზაციის მომძლავრებას და კონკურენტუნარიანი გარემოს გაქრობას. ამიტომაც ნაციონალიზაციას დასავლეთ ევროპაში ხშირად დენაციონალიზაციის, ანუ პრივატიზაციის პროცესი მოჰყვებოდა ხოლმე.
იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია
წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9