A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
სიგ სიდ სილ სიმ სინ სიპ სირ სის სიტ სიუ

სილიკონის ველი

ინგლ. Silicon Valley

თანამედროვე მსოფლიოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის ყველაზე გავრცელებული სახეა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ტიპი – სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი ანუ ტექნოპარკი. თავად ტერმინი „ტექნოპარკი” შედარებით ახალია და განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტეგრაციას ნიშნავს.ტექნოპარკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. მათი შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან სასწავლებლები, არამედ მთავრობებიც, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და შედარებით სუსტი რეგიონების განვითარებას.

მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა – სილიკონის ველის (Silicon Valley) ტექნოპარკი – აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანტა-კლარას ველის აღმნიშვნელი ჟურნალისტური კლიშეა. სახელწოდება უკავშირდება პირველ ნახევარგამტარებსა და ელექტრონულ ტექნიკას, რომელიც ფუძეშრედ კაჟისგან მიღებულ ნაერთს – სილიციუმს იყენებს. ტერმინი „სილიკონის ველი” კალიფორნიელმა მეწარმემ რალფ ვერსტმა მოიგონა, ხოლო მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა, პირველმა გამოიყენა საჯაროდ 1971 წლის 11 იანვარს – თავისი სტატიების ციკლს ყოველკვირეულ ჟურნალ „Electronic News”-ში მან „Silicon Valley USA” უწოდა. ამ სტატიებში ჰოფლერი წერდა სანტა-კლარას შესახებ, სადაც თავმოყრილი იყო უდიდესი IT-კომპანიების შტაბ-ბინები. სწორედ ამ ველზე მდებარეობს ნახევარგამტარების ინდუსტრიის ძირითადი საწარმოები, ხოლო ინტეგრალური მიკროსქემების ნახევარგამტარების ელემენტების ძირითადი მასალა სწორედ სილიკონია.

ოდესღაც სასოფლო-სამეურნეო რაიონში ამჟამად გაშენებულია მრავალი ქალაქი, რომლებიც ჯაჭვივით არის გადაჭიმული სან-ფრანცისკოს ყურედან ქალაქ სან-ხოსემდე. მათ წარმოშობას სათავე დაუდო პალო-ალტოში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტმა, სადაც 1940-იანი წლებიდან ტარდებოდა კვლევები ელექტრონიკის სფეროში. ელექტროგამომთვლელი მანქანების პირველი დიდი ქარხანა სან-ხოსეში 1956 წელს გახსნა ფირმა IBM-მა. სილიკონის ველი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის (განსაკუთრებით – რადიოელექტრონული და რაკეტათმშენებლობის) და ცხოვრების მაღალი დონის გამოხატულებაა. 1950 წლამდე სილიკონის ველი განთქმული იყო ქლიავის ბაღებით და მას მსოფლიოს შავქლიავის დედაქალაქს უწოდებდნენ.

„სილიკონის ველი” პირობითი ცნებაა და კარტოგრაფიულად არ აღინიშნება. ამჟამად ის გეოგრაფიულად სანტა-კლარას ველის ჩრდილოეთ, ურბანიზებულ ნაწილს მოიცავს. იგი გადაჭიმულია სან-მატეოსა და პალო-ალტოს შორის. სილიკონის ველზე მდებარე ქალაქებია: კემბელი, ბელმონტი, კუპერტინო, ფრომონტი, ლოს-ალტოსი, ლოს-გატოსი, მენლო-პარკი, პალო-ალტო, სან-ხოსე, სანტა-კლარა, სარატოგა, სანივეილი და სხვ. სილიკონის ველის დედაქალაქად ხშირად არაოფიციალურად სან-ხოსეს მიიჩნევენ.

1909 წელს ჩარლზ ჰეროლდმა აშშ-ში პირველმა დააარსა რადიოსადგური, რომელიც სან-ხოსეში აიწყო. ერთი წლის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სირილ ელვილმა რადიოგადამცემი ტექნოლოგიების პატენტი იყიდა და პალო-ალტოში Federal Telegraph Corporation-ი ( FTC)დააფუძნა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ კომპანიამ მსოფლიოში პირველი გლობალური რადიოსისტემა შექმნა.

სილიკონის ველის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სტენფორდის ინდუსტრიული პარკის შექმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი ფინანსების მოძიება. უნივერსიტეტის მფლობელობაში იყო მიწის დიდი ფართობი (დაახლოებით 32 კვ. კმ), რომლის გაყიდვის უფლებაც უნივერსიტეტს, მისი დამაარსებლის ლელანდ სტენფორდის ანდერძის თანახმად, არ ჰქონდა. საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ფრედერიკ ტერმანმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზა, ეს მიწა გრძელვადიანი იჯარით გადაეცათ საოფისე პარკისთვის, სადაც მაღალტექნოლოგიური კომპანიები განთავსდებოდა. ამის შედეგად უნივერსიტეტმა შემოსავალი მიიღო, ხოლო კომპანიებმა – ლიზინგური ინსტრუმენტებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ იდეას კიდევ ერთი დადებითი შედეგი მოჰყვა: სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ, ალმა-მატერის მახლობლად დასაქმებულიყვნენ. იმავდროულად მოგვარდა კომპანიის პრობლემაც, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პოვნას უკავშირდებოდა. ფ. ტერმანი მანამდეც ურჩევდა თავის სტუდენტებს, კომპანიები უნივერსიტეტთან ახლოს დაეარსებინათ.

პირველი კომპანია, რომელიც უკვე 1951 წელს გადავიდა სტენფორდის ინდუსტრიულ პარკში, იყო Varian Associates. მალე იქ ოფისები გახსნეს Eastman Kodak-მა,General Electric-მა,Shockley Semiconductor Laboratory-მ,Lockheed-მა,Hewlett-Packard-მა და სხვა კომპანიებმაც.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ტერმანი იყო მენტორი ჰიულეტისა და პაკარდისა, რომლებმაც 1939 წელს კომპანიაHewlett-Packard-ი დააფუძნეს. ეს უკანასკნელი სიმბოლურად სილიკონის ველის პირველ კომპანიად მიიჩნევა, თუმცა 1960 წლამდე ის ნახევარგამტარებს არც კი აწარმოებდა. ფრედერიკ ტერმანს სამართლიანად უწოდებენ „სილიკონის ველის მამას”.

„ჰიულეტ-პაკარდი”(The Hewlett-Packard Company) ან,უბრალოდ, HP, ამერიკულიკორპორაციაა დასაოფისედასამედიცინოაპარატურისმწარმოებელთა შორის ლიდერია მსოფლიობაზარზე.HPმსოფლიოშიპირველ ადგილზეა კომპიუტერულიტექნიკისგაყიდვით. ის აწარმოებს პრინტერებს, სკანერებს, პორტატიულ ჯიბის კომპიუტერებს, პერსონალურ კომპიუტერებს, ციფრულ კამერებს, სერვერებსა და ნოუთბუქებს. 2007 წელს HP-სწლიურმა შემოსავალმა104 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

2010 წლის მონაცემებით, სილიკონის ველი აშშ-ის სიდიდით მესამე ტექნოლოგიური პარკია ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შემდეგ. აქ დაახლოებით 386 000 ადამიანი მუშაობს და ყოველ 1000 დასაქმებულზე IT სფეროს 286 მუშაკი მოდის.

სილიკონის ველზე განთავსებულია მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის – Adobe-ის,AMD-ს, Apple-ის,Altera-ს,Cisco-ს,eBay-ს,Electronic Arts-ის,Facebook-ის,Google-ის, Intel-ის,SanDisk-ის,Symantec-ის,Yahoo!-ს,Xerox-ისშტაბ-ბინები. აქვე მდებარეობს სან-ხოსეს, სანტა-კლარას, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

eBay Inc. ამერიკული ინტერნეტკორპორაციაა, რომელიც ფლობს eBay.com-ს, ონლაინაუქციონს და მაღაზიას, სადაცშესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენა. იგი 1995 წელს დაარსდა და დღეისთვის 30-ზე მეტქვეყანაში ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უმთავრესად აუქციონის რეჟიმში ფუნქციობს, დაარსებისშემდეგ მას დაემატა რეჟიმი „Buy It Now”, რომელიც პროდუქტის დაუყოვნებლივ შეძენის საშუალებასაც იძლევა.

„ეპლი” (ინგლ. Apple Inc.) ამერიკული ტრანსეროვნული კორპორაციაა, რომელიც აწარმოებს როგორც სამომხმარებლო ელექტრონიკას, ასევე მასთანდაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფასაც. მისი შტაბ-ბინამდებარეობს სილიკონის ველზე, ქალაქ კუპერტინოში. კომპანიისყველაზე ცნობილპროდუქტთაგანია„მაკინტოშის” სერიის პერსონალური კომპიუტერები დამათთან დაკავშირებული მოწყობილობები,პორტატიულიმედიაპლეერ „აიპოდის” სერია დაბოლო დროს – უკვე აიფონიც. იმავდროულად, „ეპლი” პროფესიონალური აუდიო-და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელია. „ეპლში”მუდმივად დადროებით 20 000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მისმა მსოფლიო გაყიდვებმა2007წელს 24,01 მილიარდი შეადგინა.

Google ამერიკული კორპორაცია Google Inc.-ის, მისი ვებგვერდისა და საძიებო სისტემის სახელია. იგი ლარი პეიჯმადა სერგეი ბრინმა დააარსეს 1996 წელს. დღეს გუგლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნისსისტემაა მთელ მსოფლიოში. მისი თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა თარგმნილიათითქმის ყველა ენაზე, მათ შორის – ქართულადაც.

Yahoo! Inc. ამერიკული სააქციო კორპორაცია და ინტერნეტსერვისპროვაიდერია. მისი მომსახურების არეალიმრავალ სფეროს სწვდება. მათ შორისაა ვებპორტალი, საძიებო სისტემა, ფოსტა, ახალი ამბები და ჰოსტინგი. იგი 1994წლის იანვარში დააარსეს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ, ხოლო კორპორაციად 1995 წელს ჩამოყალიბდა. კომპანიის სათავო ოფისი სილიკონის ველზე, ქ. სანივეილში მდებარეობს.

სახელწოდება „სილიკონის ველი” უკვე საყოველთაოა და ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიმას სხვა ტექნოპარკების აღწერისასაც იყენებენ.

წყარო: მაია ბლიაძე http://mastsavlebeli.ge
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9