A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ენგ ენდ ენე ენთ ენლ ენო ენქ

ენების წარმოშობა

მრავალი ენის წარმოშობითი მიმართება სხვა ენებთან ჯერ კიდევ შეუსწავლელია (ანდა არასაკმაოდ არის შესწავლილი). ამიტომ ამჟამად შეუძლებელია გვქონდეს ისეთი გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა ენას მიუჩენდა გარკვეულ ადგილს სათანადო ენობრივ ოჯახში. აქ ჩვენ განვიხილავთ იმ ენათა ოჯახებს, რომელთა ისტორიაც უკეთ არის შესწავლილი (აგრეთვე იმ ოჯახებსაც, რომელთა შემადგენლობის საკითხიც მათი შესწავლის თანამედროვე ვითარებაშიც ნაკლებსაკამათოა). ასეთებია:

1. ინდოევროპულ ენათა ოჯახი (ანუ: ინდოევროპული ძირის ენები),

2. სემიტურ და ქამიტურ ენათა ოჯახი (ანუ: სემიტური და ქამიტური ძირის ენები),

3. უნგრულ-ფინურ ენათა ოჯახი (ანუ უნგრულ-ფინური ძირის ენები),

4. თურქულ-მონღოლურ ენათა ოჯახი (ანუ ალათაური ძირის ენები),

5. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი (ანუ იბერიულკავკასიური ძირის ენები),

6. ჩინურ-ტიბეტურ ენათა ოჯახი (ანუ ჩინურ-ტიბეტური ძირის ენები),

7. დრავიდულ ენათა ოჯახი (ანუ დრავიდული ძირის ენები),

8. ინდონეზიურ ენათა ოჯახი (ანუ ინდონეზიური ძირის ენები).

წყარო: ენათმეცნიერების შესავალი = Introduction to linguistics : [სახელმძღვ. ფილოლ. ფაკ. სტუდ.] ჩიქობავა, არნოლდ. [თბ.] : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, [2008]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9